მოგზაურობა ეს არის ნარკოტიკი, რომელიც იწვევს მიჩვევას, ეს არის თავბრუდამხვევი თავგადასავლებითა და მოულოდნელობებით აღსავსე გზა, გზა რომელსაც სიამუვნებით გადიხარ და ყოველი გადადგმული ნაბიჯი წაუშლელ კვალს ტოვებს შენს მეხსიერებაში.
მალაიზია და სინგაპური, 10 დღიანი დაუვიწყარი მოგზაურობა, რომელიც ახლა ყველაზე ფერადათ არის ჩემს მეხსიერებაში და ფირზე აღბეჭდილი. ეს არის მხარე რომელიც თავისი ეგზოტიკით, კონტრასტებითა და საოცარი სუბკულტურით ბევრი ქვეყნისგან გამოირჩევა
მალაზიაში მოსახვედრად საკმაოდ დიდი გზის გავლა მომიწია, პირველი რაც ყველაზე მკაფიოდ ვიგრძენი სიცხეა! გაიღო თუ არა აეროპორტის კარი სუნთქვა შემეკრა, მეგონა მარსზე ამოვყავი თავი, სადაც ჟანგბადი საერთოდ არარის… მერე ნელა-ნელა შევეჩვიე და ასე მძაფრად აღარ მიგვრძნია ტროპიკული კლიმატი, რომელიც მალაიზიაში მთელი წლის მანძილზე თითქმის უცვლელად მძვინვარებს, აქ მხოლოდ ერთი სეზონია და ეს არის ზაფხული, წლის მანძილზე საშუალო ტემპერატურა 35-40 გრადუსამდე მერყეობს, ამ კლიმატს განაპირობებს მალაიზიის ადგილმდებარობა, რომელიც ზუსტად ეკვატორზეა და შესაბამისად გაზაფხული, შემოდგომა და ზამთარი აქ არარსებობს.
პირველი მალაიზიის დედაქალაქ კუალა-ლუმპურიში გავჩერდი. რომელიც მდიდარია კულტურული ძეგლებით, ნაციონალური კერძებით, მაღალი ცათაბრჯენებით და სხვა მრავალი ღირშესანიშნაობებით. კუალა ლუმპურში 9 მილონამდე ადამიანი ცხოვრობს, აქ არიან ჩინელები, ინდოელები, ვიეტნამელები და თავად მალაიზიელები. დედაქალაქის დათვალიერება მისი გარეუბნებით დავიწყე, რადგან სწორად აქ ნახავთ ისტორიულ მუზეომებს, სხვადასხვა კულტურულ ძეგლებს და ძველ სასახლეებს, ისინი მალაიზიის ერთ-ერთ უმთავრეს ისტორიულ სიმდიდრეს წარმოადგენენ. პირველი წაგვიყვანეს მეფის სასახლესთან, დიახ მალაიზიას ჰყავს მეფე რომელსაც ირჩევენ სულთანები, თუმცა უმთავრეს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მაინც პრემიერ მინისტრი იღებს.
ამის შემდეგ ვეწვიე “ბატუ”-ს მღვიმეებს, სადაც ინდოელების უამრავი წმინდა ტაძარია განთავსებული. ამ მღვიმეებში ძველი ინდოელები სხვადასხვა რიტუალებს ატარებდნენ, მსხვერპლს წირავდნენ ღმერთებს და თითქმის მთელ დღეს ლოცვაში ატარებდნენ. მღვიმეს მთავარ კარიბჭესთან მისასვლელად თქვენ 272-ზე მეტი კიბე უნდა აიაროთ. სანამდე კიბეებს აივლით, აუცილებლად დაინახავთ “ბუდას” უდიდეს ძეგლს, რომელიც მთელს მსოფლიოში ცნობილი თავის სიდიდით. აგრეთვე გაითვალისწინეთ რომ ამ ტერიტორიაზე უხვად არიან თავისუფალი და ონავარი მაიმუნები რომლებიც გამოირჩევიან ქურდბაცაცობით, ასე რომ მოერიდეთ მათთან ახლო კონტაქტს და გაუფრთხილდით ჯიბეებს.
საკუთარი გამოცდილებიდან გეტყვით რომ, მალაიზიელები ძალიან კონტაქტურები არიან, რაც მთავარია უმრავლესობა ძალიან კარგად საუბრობს ინგლისურად, ასე რომ მათთან კონტაქტში შესვლა არ გამჭირვებია.
ქალაქში სეირნობისას აუცილებლად შენიშნავთ უამრავ მოპედს და მოტოციკლს, აქ ეს გადაადგილების საშალება ძალზედ პოპულარულია. ქალაქის ერთ ნაწილში, თითქმის ყველგან, აუცილებლად იგრძნობთ ადგილობრივი კერძების მძაფრ სუნს , ალბათ მათთვის ვინც პირველად არის ამ ქვეყანაში, ამ ფაქტმა შეიძლება გარკვეული დისკომფორტი გამოიწვიოს, როგორც ჩემში, თუმცა ეს მხოლოდ პირველი 2-3 დღე, შემდეგ იმდენად ეჩვევი რომ საერთოდ აღარ რეაგირებ.
როგორც უმეტესობა ქვეყნაში აქაც, ქალაქი ორ ნაწილად შეიძლება დავყოთ, ძველი და ახალი . ძველ კუალა ლუმპურში არის ქუჩა სადაც ეგრეწოდებული “სთრით ფუდ” ქუჩის საჭმელი იყიდება, ვისაც გიყვართ ეგზოტიკური საჭმელები, ზღვის პროდუქტები და ტროპიკული ხილი, მაშინ გეტყვით რომ ეს ქუჩა თქვენთვის სამოთხეა. აქ უამრავი სახეობის საჭმელი ვნახე, მათ შორის: ჩინური, მალაიზიური და ვიეტნამური ნაციონალური კერძები.
რაც შეეხება ახალ კუალა ლუმპურს ეს იგივე დედაქალაქის ცენტრია, რომელიც ნამდვილი ლაბირინთია, დიდი შენობებით, უამრავი სავაჭრო ცენტრებით, კაფეებითა და სასტუმრობეით. თუ არ გყავთ ადგილობრივი მეგზური ან ყველაზე ცუდ შემთხვევაში არ გაქვთ “ჯიპიესი”, თავისუფლად შეიძლება დაიკარგოთ ქალაქის ქუჩებში. თითქოს დედაქალაქის ეს ნაწილი უფრო ცივილურად გამოიყურება, არვიცი ყოველშემთხვევაში ასე დავინახე მე.
გირჩევთ, აუცილებლად ნახოთ ქალაქის ცენტრში მდებარე ეგრეწოდებული “თვინ თაუერი” რომელიც კუალა ლუმპურის კიდევ ერთ ღირშესანიშნაობას წარმოადგენს. ორი, 88 სართულიანი, სრულიად იდენტური შენობა, რომელსაც ერთი პატარა ხიდი აერთიანებს, იგი ქალაქში ყველაზე მაღალი ცათამბჯენია. შიგნით განთავსებულია სავაჭრო ცენტრები, ოფისები და კაფე-ბარები. გარშემო კი ულამაზესი მოცეკვავე, ფერადი შადრევანი ამშვენებს. ეს შენობა თავის შადრევანთან ერთად განსაკუთრებით ღამეა ლამაზი.
ღამის ცხოვრება კუალა ლუმპურში ძალიან საოცრად ვითარდება, კაფეები და ბარების ძირითადი ნაწილი 10 საათისთვის იხურება, თუმცა აქ არის ერთი ქუჩა რომელიც კუალა ლუმპურის ძველ უბანშია, აქ ღამის ხუთ საათამდე გრძელდება ღამის ცხოვრება. ამ ქუჩაზე თქვენ ნახავთ უამრავ კაფეს, რესტორანს, ტაილანდური მასაჟის სალონებს, მაღაზიებს და ისეთ სალონებსაც, სადაც მსუბუქი ყოფაქცევის ქალები თავს “ტაილანდური მასაჟის მცოდნეებათ ასაღებენ” აქვე ახლოს აუცილებლად გადაეყრებით მამაკაცებს, რომლებიც ეგრეწოდებული “სუტინიორობით” ირჩენენ თავს და გთავაზობენ არა ერთ, ან ორ ქალს, არამედ მთელ მენიუს, ფურცელზე დაწერილს თავის ფასებით და დამატებით მომსახურეობებით. ვიცოდი რომ ტაილანდში ეს კულტურა ძალიან პოპულარულია დღემდე, თუმცა როგორც ჩანს არც მალაიზიის დედაქალაქი კუალა ლუმპური ჩამოუვარდება მას ამ საქმეში!
კუალა-ლუმპურის შემდეგ გავემგზავრე ქამერონ ჰაილენდში, მთების და ჩაის მოყვარულებს აუცილებლად გირჩევთ ესტუმროთ ამ დაბას, ადგილი რომელსაც ჩაის სამოთხეს ეძახიან, ეს მალაიზიის ყველაზე მაღალი რაიონია, იგი კუალა ლუმპურიდან 200 კილომეტრითაა დაშორებული და ზღვის დონიდან 1500 – 1800 მეტრზე მდებარეობს. აქ თქვენ შეგიძლიათ დაისვენოთ, მოიწყოთ სამთო ტური და ნახოთ ულამაზესი ჩაის პლანტაცია. აქ ჩაის მხოლოდ შავი სახეობა ხარობს. იქვე პლანტაციებთან ახლოს აუცილებლად შენიშნავთ მაღაზიას, სადაც უამრავი სახეობის ჩაი დაგხვდებათ. გარდა ჩაის პლანტაციებისა ქამერონ ჰაილენდში უხვად არის მარწყვის პლანტაციებიც. ეგზოტიკის მოყვარულებს კი გირჩევთ აუცილებლად მოინახულოთ იქ არსებული ტერარიუმი, სადაც სხვადასხვა სახეობის მწერი და ქვეწარმავალი დაგხვდებათ. კალიები, გველები, ხვლიკები და ხოჭოები – ეს იმ არსებების არასრული ჩამონათვალია, რომელსაც ამ ტერარიუმში იხილავთ. გამბედავ ადამიანებს კი მათი ხელში აყვანაც შეგიძლიათ, რათქმაუნდა მომვლელთან შეთანხმებით, რადგან ზოგიერთი მწერი თუ ქვეწარმავალი ადამიანის სიცოცხლისთვის სახიფათო შეიძლება აღმოჩნდეს . ერთი სიტყვით ქამერონ ჰაილენდი პატარა თუმცა საკმაოდ ეგზოტიკური დაბაა, სადაც ნახავთ ჩაის პლანტაციებს, მთებს, ულამაზეს ჩანჩქერს, სხვადასხვა ეგზოტიკურ არსებებს, ასევე აქ დაგხვდებათ ძალიან ცვალებადი ამინდი, თუმცა სასიამოვნო კლიმატი და კარგი ჰაერი.
მეორე დღეს კი უკვე სინგაპურში გავემგზავრე. სანამ აეროპორტში შევიდოდი ჩვენმა გამცილებელმა გამაფრთხილა რომ სინგაპურში არ იყიდება საღეჭი რეზინა, აკრძალულია მისი ტარება და განსაკუთრებით მისი ქუჩაში დაგდება, თუმცა ტურისტებზე მხოლოდ მესამე წესი ვრცელდება, ანუ მე შემეძლო საღეჭი რეზინის სინგაპურში შეტანა, გამოყენება თუმცა ქუჩაში მისი დაგდება ან გაყიდვა 300$-დან ჯარიმით იწყება.
როდესაც სინგაპურში ჩასვლისას გიდს ამ წესის შესახებ ვკითხე მან მიპასუხა: სახელმწიფოს მიაჩნია რომ ძალიან დიდი ზიანის მიყენება შეუძლია საღეჭ რეზინს ფრინველებისთვის, ასფალტისთვის რომლიდანაც მისი მოშორება ძალიან ძნელია.
მიუხედავათ იმისა რომ სინგაპური დაახლოებით 50 წლის წინ მალაიზიას ეკუთვნოდა და ახლა დამოუკიდებელი ქვეყანაა, ჩასვლის თანავე მკვეთრად ვიგრძენი განსხვავება, აეროპორტიდან დაწყებული ქალაქით და ხალხით დამთავრებული. გეტყვით რომ სინგაპურის აეროპორტი მსოფლიოში მეორე ადგილზეა თავის სილამაზით, პირველ ადგილს კი, არ თმობს ჰონ-კონგის აეროპორტი. სინგაპური საოცარი კუნძულოვანი სახელმწიფოა რომელიც ტერიტორიულად ძალიან პატარაა და სიგრძეში სულ რაღაც 50, სიგანეში კი 27 კილომეტრია.
სინგაპურში ყველაფერი სხვა ქვეყნებიდან შემოდის, მათ შორის სასმელი წყალიც, ადგილობრივად თითქმის არაფერი მზადდება, რის გამოც მალაიზიისგან განსხვავებით აქ ყველაფრის ფასი გასამაგებულია, თამამად შეიძლება ითქვას რომ სინგაპური ძვირიანი ქვეყანაა.
აუცილებლად ესტუმრეთ სინგაპურის ზოოპარკს რომელიც პატრა ჯუნგლებია. აქ ცხოველები იმდენად თავისუფლად სეირნობენ ადამიანების გვერდით რომ, თავი სამოთხეში გეგონებათ სადაც ჯერ კიდევ მეგობრობენ მტაცებელი ცხოველები ადამიანებთან. ეს ძალიან საოცარი და დაუვიწყარი შეგრძენბაა, როდესაც ლომი, ვეფხვი და სხვა ცოხველები შენგან მხოლოდ 5-10 მეტრით არიან დაშორებულები და არც არაფერი აკავებთ რომ თავს დაგესხან, თუმცა არც კი უჩნდებათ ამის სურვილ. არვიცი რატომ, ან როგორ, მაგრამ ფაქტია, ამ ზოოპარკში ცხოველები და ადამიანები იმაზე ახლოს არიან ერთმანეთთან ვიდრე ეს ზოგადად წარმოგიდგენით, ამიტომ თუ მოხვდებით სინგაპურში ჩემი რჩევა იქნება რომ აუცილებლად მოინახულოთ ეს “სამოთხე”.
ჩემი ბოლო დღე სინგაპურში ნამდვილად შესანიშნავი დაგვირგვინება იყო 10 დღიანი მოგზაურობისა. ამ დღეს მე წავედი კუნძულ “სენტოსაზე”. სადაც შესვლა 24 სინგაპურული დოლარი დაგიჯდებათ, (1 ამერიკული დოლარი = 1.23 სინგაპურული დოლარის) შესვლისას არ დაგავიწყდეთ ადგილობრივი რუკის აღება რომელიც გზას გაგიადვილებთ. აქ ყველაფერი იმისთვის არის შქმნილი რომ გაერთო და დაისვენო, თავი იგრძნო ყველაზე კომფორტულად. აქ ნახავთ “უნივერსალ სტუდიოს” თავისი ლეგენდარული გმირებით, ეს სიამუვნება სადღაც 70 სინგაპურული დოლარი დაგიჯდებათ, ამ კუნძულზე ნახავთ უამრავ მაღაზიას სადაც ყველაფერს იყიდით რაც კი ოდესმე გიოცნებიათ, დამიჯერეთ გულგრილად ვერ ჩაუვლით იმ ატრაქციონებს რომელიც უხვად არის აქ.
აგრეთვე შეგიძლიათ გაირუჯოთ და ითამაშოთ “ფრენბურთი” ოქროსფერ სანაპიროზე, იცუროათ ცისფერ კამკამა ზღვაში. ეს არის ადგილია სადაც ყველაფერი გავიწყდება, დაძაბულობა გეხსნება, ემოციებისგან იცლები და ბედნიერი ბრუნდები სახლში. ასეთი ემოციებით დავბრუნდი ამ დღეს სასტუმროში მეც.
მეორე დღეს გამაცილეს აეროპორტში, სადაც კიდევ ერთხელ მოვასწარი მენახა სინგაპურის ულამაზესი აეროპორტი, ამასობაში კი ჩემი გამოფრენის დროც მოვიდა და ისევ შევუდექი გრძელ და საკმაოდ დამღლელ გზას, თუმცა ახლა უკვე სულ სხვა ემოციებით და ფიქრებით.