სამხრეთ კორეული გაზეთი “The Korea Herald”, აქვეყნებს სტატიას საქართველოს შესახებ – “საქართველო, მიმზიდველი და უსაფრთხო ტურსტული დანიშნულება”.
სტატიაში ვკითხულობთ, რომ საქართველო სამხრეთკავკასიური ქვყეყანაა, რომელსაც გააჩნია ბრწყინვალე ისტორია, არქიტექტურა, კულტურა, ბუნება, სამზარეულო და ღვინის კულტურა.
ასევე სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სადაც რეკომენდაციებია ქვეყნების შესახებ, საქართველოც მოგზაურობისთვის მსოფლიოს ერთ-ერთ უსაფრთხო ქვეყნებს შორისაა.
საქართველო მთელს მსოფლიოში სულ უფრო და უფრო პოპულარული ქვეყანა ხდება.
მას საკმაოდ კარგი გეოგრაფიული მდებარეობა აქვს, იგი მდებარეობს ევროპა-აზიის გზაგასაყარზე და საუკუნოვანი ურთიერთობა აქვს თავის მეზობლებთან: რუსეთთან, აზერბაიჯანთან, სომხეთთან და თურქეთთან. აქედან გამომდინარე ქვეყანაას საკმაოდ მრავალფეროვანი “ტურისტული გამოცდილება” გააქჩნია, რომელსაც თავის ვიზიტორებს სთავაზობს.
სტატიაში ასევე ნახსენებია საქართველოს საკმაოდ მრავალფეროვანი კლიმატი და რელიეფი. შავი ზღვის სუბტროპიკული ნაპირი და კავკასიის თოვლიანი მთები, ალპური მდელოები, ნახევარუდაბნოები, ჭაობიანი ადგილები და ხეობები. ტურისტებს შეუძლიათ ისრიალონ თხილამურებით, გაისეირნონ ცხენებით ან ველოსიპედით, იფრინონ პარაპლანით ან საჰაერო ბურთით, იჯომარდონ და სხვა. აქ ყველაფერია ყველა გემონების ადამიანისთვის.
თბილისი ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარე, საქართველოს დედაქალაქია რომელსაც 15000 წლიანი ისტორია გააჩნია, შუა საუკუნეების ციხე-სიმაგრეებით, ქვაფენილიანი ხვეული ხეივნებით, უძველესი ეკლესია-მონასტრებით და გოგირდის აბანოებით. ასევე ქვეყანას გააჩნია შეუდარებელი სამზარეულო.
სტატიში ასევე წერია, რომ 2016 წელს ქვეყანას დაახლოებით 5 000 კორეელი ტურისტი ეწვია და საქართველოში ვიზიტი უვიზოდ არის შესაძლებელი. ასევე დასახელებულია კორეელი ტურისტების ტოპ-სანახაობები. ესენია: თბილისი, გორი, ყაზბეგი, ბათუმი, მცხეთა და კახეთი.
წყარო: The Korea Herald