„ნუ ეძებ ქართველო მშვენიერებას სხვაგან, როდესაც ცხვირწინ გაქვს“.
როგორ შეიძლება მოგზაურობა არ გიყვარდეს ?! იქნებ მე ვარ უცნაური ?! იქნებ ნორმალურია ერთფეროვნებაზე მიჯაჭვულობა?! არა მეგობარო, არა. ნამდვილად სხვა ამბავია აქ. იცი ბუბუ ჩემი პირველი დამოუკიდებელი მოგზაურობა გამახსენდა. რა ტკბილი დღები იყო, როგორი საოცარი. მეცხრე კლასში ვიყავი. არ მახსოვს რა ვიგრძენი როცა მასწავლებელმა მითხრა, რომ არქეოლოგიურ გათხრებზე მივყავდი. ადგილის სახელი ვერ დავიმახსოვრე და სახლში მისულმა დედას ყველაფერი არეულად ვუთხარი. გაოგნებული ვიყავი, არ ვიცოდი რა იქნებოდა, როგორ და რანაირად. თან პირველდ მივდიოდი მშობლების გარეშე, მარტო. აქ დაიწყო ჩემი პირველი მოგზაურობა..
მოუთმენლად ველოდი არდადეგებს, რომ ნოქალაქევში წავსულიყავი. ზუსტი თარიღი არ ვიცოდი და თითქოს დროის გასვლის შემდეგ მოლოდინიც ნელნელა ქრებოდა. მაგრამ ზაფხლის ერთ მშვენერ დღეს ტელეფონმაც დარეკა. მასწვალებელმა მითხრა, რომ შემდეგ დღეს წავიდოდით. ხომ წარმოგიდგენია როგორ ვიქნებოდი!? ეს ის წელია, როცა შენზე უარი ვთქვი ბუბუ. სწორედ ამიტომ არ მაქვს ამ დღის ჩანაწერები. სიმართლე რომ გითხრა არაფერი ვიცოდი ნოქალაქევის შესახებ. ინტერნეტის დახმარებით საკმაოდ ბევრი გავიგე, სურათები დავათვალიერე და დაახლოებით გავიაზრე სად მივდიოდი. დაძინებამდე ცას გავხედე. ბებოსგან ვიცოდი, რომ თუ ცაზე ბევრ ვარსკვლავს დავინახავდი, შემდეგ დღეს კარგი ამინდი იქნებოდა. მიხაროდა, რადგან ცა მოციმციმე ვარსკვლავებით იყო მოჭედილი. იცი რა ლამაზი იყო?! საოცრად ლამაზი. ისეთივე, როგორც შემდეგი ორი დღე.
შენ იცი ბუბუ დილით ადრე გაღვიძება ჩემთვის რას ნიშნავს, მაგრამ ამ დღეს ესეც დამავიწყდა და დაახლოებით რვა საათისთვის გავიღვიძე. მახსოვს დედას გაოცებული მზერა. უკვირდა როგორ მოვახერხე ადრე გაღვიძება. მიუხედავად ჩემი მონდომებისა შუადღისას წავედით. მაგისტრალზე ავტომანქანით ავედით და სენაკისკენ მიმავალ ტრანსპორტს დავუწყეთ ლოდინი. არ გამოჩნდა და მატულობდა მღელარებაც. თავში ათასგვარი სისულლე მიტრიალებდა. მხოლოდ ფუნჯებზე და არქეოლოგისთვის აუცილებელ ატრიბუტებზე ვფიქრობდი. რა თქმა უნდა ისეთზე, როგორიც წარომედგინა. და აი გამოჩნდა მინივენი. ჩვენი მხსნელი, რომელმაც მიგვიყვანა სენაკამდე. გზაში რამდენჯერმე შეჩერდა. არ მომწონდა, მაგრამ სხვებიც იყვნენ და მათ სურვილებს გვერდს ვერ აუვლიდა მძღოლი. ისე მხიარული კაცი ჩანდა გზაში WIFI-ც ჩაგვირთო და ყველანაირად ცდილობდა ჩვენს გახალისებას.
როგორც იქნა ჩავაღწიეთ სენაკამდე.დაღლილ-დაქანცულმა სადგური ძლივს შევნიშნე. მინივენი აქ დავტოვეთ.მან გზა ბათუმისკენ გააგრძელა. ოხ ფანტაზია როგორი მდიდარი მაქვს.. იცი ბუბუ აქ ცოტა იმედგაცრუება ვიგრძენი. თავისებური ხიბლი რა თქმა უნდა აქვს სენაკს, მაგრამ მე სულ სხვანაირი წარმომედგინა. ვნატრობდი რომ იქ არ დავრჩენილიყავით და მალევე ამიხდა ეს ნატვრაც..
ბატონი ბესოც გამოჩნდა. ჩავსხედით მის მანქანაში და გავეშურეთ ციხეგოჯისკენ. საოცრება იყო. აი აქ ყოველგვარმა მოლოდინმა გადააჭარბა. გალავანთან მისვლამ ის სურნელი მაგრძნობინა, რაც სააუკუნებიის გამავლობაში აქ ცხოვრობდა. თითქოს სულ ერთი წამით გონებაში გაიელვა იმ ნაპერწკალმა, რაც ასულდგმურებს ამ უმშვენიერეს ქმნილებას. ბატონმა ბესომ ქუჯის ციხეზე თხრობა დაიწყო და გალავანში შესასვლელის ხელსაყრელი მდებარეობის შესახებაც გვიამბო.
გადავდგი ნაბიჯი და ვიგრძენი, რომ ქართველი ვიყავი.ბევრისთვის საამაყო დაა ზოგიერთისთვისაც კი სათაკილო ერის წარმომადგენელი. გაგეცინება მეგობარო აბა აქამდე თავს ფრანგად, გერმანელად ან თუნდააც იაპონელად ხომ არ გრძნობდიო. არა, იცი ეს სულ სხვა გრძნობა იყო. გრძნობა, რომელმაც შეცვალა მეცხრე კლასელის ხედვები და აზრები.
მთელი ბავშვობა მიწაში ჩიჩქვნას მივუძღვენი. მახსოვს როგორ ვფლავდი სხვადასხვა ნივთებს და შემდეგ მამას სამხატვრო ფუნჯების საშუალებით ვპოულობდი. მიყვარდა და მიყვარს არქეოლოგია.
იმ დღეს მთლიანად ციხეგოჯი შემოვიარეთ. გვირაბით ტეხურის ნაპირთანც ჩავედით. სასწაულად ლამაზი იყო და როგორ შეიძლებოდა არ მომწონებოდა. მუზეუმი დავათვლიერეთ და ხიდით სოფელში გადავედით, სადაც ღამით დავბინავდით. საკმაოდ მაღალი იყო ხიდი. ხომ იცი როგორ მეშინია. სიმაღლის არა მეგობარო ხიდების. ცახცახით გადავიარე თან არ ვიმჩნევდი. ცოტა მეთაკილებოდა ამ შიშის სააშკარაოზე გამოტანა. საღამოს სანამ შებინდდებოდა ლელა მასწავლებელმა მდინარესთან ჩაგვიყვანა კვლავ და ცოტა გავგრილდით კიდეც.
როგორც იქნა გათენდა მეორე დღე. დღე, რომელსაც ამდენ ხანს ველოდი. სამწუხაროდ ჩემით ვერ გავიღვიძე. ლელამ გაგვაღვიძა ყველა. ვისაუზმეთ და სამუშაოდ გავედით. ინგლისელები თხრიდნენ. მიწაზე პატრა კვადრატები შეოგვიხაზეს, მითითებები მოგვცეს და სამუშაოს შევუდექით. რა ძნელი ყოფილა არქეოლოგია იცი ბუბუ?! ხელებზე კანი დამისკდა, საშინელ დღეში მქონდა. მტკიოდა, მაგრამ ეს ტკივილი არ მაწუხებდა. ერთადერთი სადარდებელი მქონდა. ეს დღეც მთავრდებოდა და უკან წამოსვლის დრო დგებოდა. ერთ საიდუმლოს გაგანდობ. ხომ იცი ამბობენ ამ ადგილას ლეგენდრული ქალაქი აია ყოფილაო. იცი იმ იმედით ვთხრიდი ექვსი საათი, რომ რაიმე ძვირფასს ვიპოვიდი და ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერებოდა ჩემი სახელი. ახლა რომ ვფიქრობ მეცინება. ვხვდები, რომ არავითარი აზრი არ აქვს არქეოლოგისთვის მოპოვებული მასალის ფასს. მისთვის მთავარი თავის საქმეა და არა მისი ღირებულება. იცი რა ტკბილად მახსენდება, როგორ ვამაყობდი, რომ ქვების გარჩევა იქვე ვისწავლე?! როგორი ტკბილი იყო ის სიამაყის გრძნობა, როდესაც გაკაჟებულ ძვლის ნატეხებს ვპოულობდი?! როგორი აღმაფრთოვანებელი იყო, როდესაც ერთერთმა არქეოლოგმა დოქის ყური და პირი იპოვა. როგორი კარგი იყო ეს ჩემი ორდღიანი თავგადასავალი..
იცი ბუბუ ბევრჯერ მაქვს გაგონილი, რომ მოგზაურობა არის საკმაოდ ვრცელი პერიოდი, როდესაც შენს ქალაქს თუ ადგილსამყოფელს ტოვებ და სადმე შორს მიდიხარ, ძირითადად საზღვარგარეთ. ბევრჯერ უთქვამთ ნეტა საქართველოში რა არის სანახავი აქ რა უნდა იმოგზაუროო. მე მიყვარს ჩემი ქვეყანა. ნოქალაქევში მოგზაურობამ მასწავლა საკუთარ თავზე დამოუკიდებლად ზრუნვა, სიახლეებთან გამკლავება და ადაპტაცია. ალბათ გაგიკვირდებოდა და იტყოდი რომ ორი დღე ძალიან ცოტაა. მართალიც ხარ იცი. გეთანხმები, რომ ორი დღე ცოტაა იმ საოცრების სანახავად რაც მე მეცხრე კლასში ყოფნისას ვიხილე. იმ გრძნობების კორიანტელის თავის მოყრისათვის, რაც მე მაშინ განვიცადე. მაგრამ არ არის ცოტა მოგზაურობსთვის. არასდროს გადამიკვეთავს საქართველოს საზღვარი. ბევრიც ამას დააბრალებს ჩემს ასეთ განწყობას მოგზაურობასთან დაკავშრებით, მაგრამ მეცხრე კლასის შემდეგ ბევრი ადგილი ვნახე საქართველოში, სადაც მოგზაურობა სასწაულის ტოლფასია ჩემთვის. ერთი ადამიანის სიყვები მახსენდება: „ნუ ეძებ ქართველო მშვენიერებას სხვაგან, როდესაც ცხვირწინ გაქვს“.
შეუძლებელია ადამიანი სულ ერთფეროვნებაში იყოს და არ უნდოდეს სიახლეები, გარეთ გასვლა და სამყაროსთან ურთიერთობა. მოგზაურობა კი სწორედ ის არის, რაც შანს გვაძლევს უფრო გარეთ გავიდეთ და აღვიქვათ სამყარო სხვაგვარად, დავიტოვოთ მეხსიერებაში ის შთაბეჭდილებები, რაც სხვადასხვა ადგილების დათვალიერებას მოჰყვება. არ ვგმობ საზღვარგარეთ წასვლას და ასე ნუ მიიღებ ჩემო ძვირფასო მეგობარო. უბრალოდ მიმაჩნია რომ ჯერ სააკუთარი მშვნიერება უნდა დავაფასოთ და შემდეგ ვეტრფოდეთ სხვას. მწყინს, როდესაც ამბობე ქართველებს სხვისი მშვენიერების ტრფობა ახასიათებს და საკუთარს ვერ ამჩნევსო. იცი ასეა რომ ვფიქრობ. ყველას აქვს ცხოვრებაში პერიოდი, როდესაც ვერ აღიქვამს საკუთარ კარგს. მეც მქონდა ასეთი პერიოდი. პატარაობაში რომ გეკითხათ სად გინდა ცხოვრება ან მოგზაურობაო ყველა ქვეყანას ვიტყოდი ჩემი საქართველოს გარდა. ვწუხვარ, რომ ასე ვაზროვნებდი. ვწუხვარ, რო ვერ ვხედავდი ჩემი ქვეყნის მშვენიერებას და მის შეუცნობლად ვგმობდი მას. ახლა უკვე მზად ვარ თამამად განვაცხადო პრეტენზია უცხო ქვეყნის მშვენიერების დათვალიერების სურვილზე, რადგან მეტწილად შეცნობილი მაქვს ჩემი ქვეყანა ბუბუ. დიახ მე ვარ ადამიანი, რომლისთვისაც მოგზაურობა არის ცხოვრების თანმდევი პროცესი, რომლის გარეშეც არ შეუძლია არსებობა და მეამაყებ, რომ ასეთივარ. ველი ახალ გამოწვევებს და სიურპრიზებს მეგობარო.
პს. მიხარია, რომ ჩემს წარმოსახვაში არსებობ და თავისუფლად გწერ იმას რასაც სხვას ვერ ვეტყოდი.