ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში კომპლექსური რეაბილიტაციის პროცესი დაიწყო. მსოფლიო ბანკის მიერ ფინანსურად მხარდაჭერილ პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით, 4 თვის წინ გამოცხადებული ტენდერის საფუძველზე შერჩეული კომპანია „ჯავა“ განახორციელებს. ფიზიკურ სამუშაოების საპროექტო ღირებულება 9 მილიონ 994 ათას ლარს შეადგენს.
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაცია იმ საპროექტო დოკუმენტის საფუძველზე წარიმართება, რომელიც 1 წლის წინ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით, საქართველოს მუზეუმების ასოციაციის მიერ მომზადდა. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად დახვეწის მიზნით, პროექტი ისტორიული პარკების ევროპული ქსელის მოწვეულ ექსპერტებთან ერთად, მათი მეთოდოლოგიური რჩევებით შემუშავდა.
პროექტირების სამუშაოებს ბაზისად დაედო წერილობით წყაროებზე დაყრდნობით სააგენტოს მიერ პარკის ტერიტორიაზე ჩატარებული პირველადი არქეოლოგიური კვლევა, რომლის შედეგადაც უკვე გამოვლენილია ისტორიული არქიტექტურული ნაგებობების ნაშთები და სხვადასხვა არტეფაქტები. საპროექტო დოკუმენტმა მოიცვა ბოტანიკური ბაღის დენდროლოგიური შესწავლაც. 2 წლის წლის წინ ბათუმის ბოტანიკური ბაღის სპეციალისტების მიერ აღინუსხა ადგილზე წარმოდგენილი უნიკალური წარმოშობის ყველა ნარგავი. გამოვლინდა სანიტარულ ჭრას დაქვემდებარებული ხეებიც.
რეაბილიტაციის პროექტიბაღის მთლიანი ტერიტორიის – 25 ჰექტრამდე მიწის ფართობის სრულ კეთილმოწყობას გულისხმობს, რაც ტერიტორიაზე არსებული მცირე და საშუალო ზომის არქიტექტურული ნაგებობების აღდგენა-რეაბილიტაციას და კეთილმოწყობას ითვალისწინებს. სამუშაოები ასევე მოიცავს ბაღის ადმინისტრაციული შენობის, ღობის აღდგენასა და ოთხი ალაყაფის ჭიშკრის მოწყობას. სამუშაო პროცესი შეეხება საჯინიბოს შენობის განახლებას, ბაღის ტერიტორიაზე არსებული ჯვარედინა სასახლის რესტავრაცია-კონსერვაციას, მებაღის სახლის რეკონსტრუქციას და სანერგე მეურნეობის მოწყობას. ბოტანიკური ბაღის ინფრასტრუქტურული მოწყობის ფარგლებში კი ტერიტორიაზე რეაბილიტირდება და გაშენდება საფეხმავლო ბილიკები, მოეწყობა გარე განათების სისტემა, განთავსდება ახალი საპირფარეშოები.
ინფრასტრუქტურული პროექტი ამავდროულად ითვალისწინებს არსებული ხელოვნური ტბისა და არხების აღდგენას, ტბის წყალმომარაგებისთვის მდინარე ჩხოუშის ტერასაზე სადრენაჟო ქსელის და მაგისტრალური ჭედადი თუჯის მილსადენის, სარწყავი და სადრენაჟო სისტემის, სასმელი წყლისა და კანალიზაციის ქსელის მოწყობას.
ახალ დატვირთვას შეიძენს ადმინისტრაციული შენობა. რეაბილიტაციის შემდგომ მის პირველ სართულზე საგამოფენო და საკონფერენციო დარბაზები განთავსდება. მოეწყობა ექსპოზიციის საცავი. მეორე სართული კი ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციის ოფისებს დაეთმობა, სადაც სამეცნიერო-სამუშაო ოთახები და ჰერბარიუმის საგამოფენო სივრცე განლაგდება. ბაღის ტერიტორიაზე განთავსდება კაფეტერია, რომელიც ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის სამხრეთ -აღმოსავლეთ ნაწილში ძველი ადმინისტრაციის შენობის ნაცვლად აშენდება. საზოგადოებრივი კვების ობიექტი ბოტანიკური ბაღის ვიზიტორებს მოემსახურება.
იგეგმება დენდოლოგიური პარკის ახალი ჯიშებით გამდიდრებაც. აიგება სანერგე მეურნეობის შენობა. სამეცნიერო და სელექციური პროცესებისთვის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის დასავლეთ ნაწილში 2000 კვ.მ.-ის ფართობზე სანერგე მეურნეობის მოწყობა, სადაც განთავსებული იქნება ინვენტარის და თესლების შესანახი სათავსოები.
პროექტირების ფიზიკური სამუშაოების დასრულების ვადად პროცესის დაწყებიდან 18 თვეა განსაზღვრული.
პარალელურად კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ამზადებს დოკუმენტს, რომლის საფუძველზე, რეაბილიტირებული ლანდშაფტური არქიტექტურის ნიმუში – ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი, ისტორიული პარკების ევროპულ ქსელში უნდა გაწევრიანდეს.
ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში კომპლექსური რეაბილიტაციის პროცესი დაიწყო. მსოფლიო ბანკის მიერ ფინანსურად მხარდაჭერილ პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით, 4 თვის წინ გამოცხადებული ტენდერის საფუძველზე შერჩეული კომპანია „ჯავა“ განახორციელებს. ფიზიკურ სამუშაოების საპროექტო ღირებულება 9 მილიონ 994 ათას ლარს შეადგენს. ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაცია იმ საპროექტო დოკუმენტის საფუძველზე წარიმართება, რომელიც 1 წლის წინ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით, საქართველოს მუზეუმების ასოციაციის მიერ მომზადდა. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად დახვეწის მიზნით, პროექტი ისტორიული პარკების ევროპული ქსელის მოწვეულ ექსპერტებთან ერთად, მათი მეთოდოლოგიური რჩევებით შემუშავდა. პროექტირების სამუშაოებს ბაზისად დაედო წერილობით წყაროებზე დაყრდნობით სააგენტოს მიერ პარკის ტერიტორიაზე ჩატარებული პირველადი არქეოლოგიური კვლევა, რომლის შედეგადაც უკვე გამოვლენილია ისტორიული არქიტექტურული ნაგებობების ნაშთები და სხვადასხვა არტეფაქტები. საპროექტო დოკუმენტმა მოიცვა ბოტანიკური ბაღის დენდროლოგიური შესწავლაც. 2 წლის წლის წინ ბათუმის ბოტანიკური ბაღის სპეციალისტების მიერ აღინუსხა ადგილზე წარმოდგენილი უნიკალური წარმოშობის ყველა ნარგავი. გამოვლინდა სანიტარულ ჭრას დაქვემდებარებული ხეებიც. რეაბილიტაციის პროექტიბაღის მთლიანი ტერიტორიის – 25 ჰექტრამდე მიწის ფართობის სრულ კეთილმოწყობას გულისხმობს, რაც ტერიტორიაზე არსებული მცირე და საშუალო ზომის არქიტექტურული ნაგებობების აღდგენა-რეაბილიტაციას და კეთილმოწყობას ითვალისწინებს. სამუშაოები ასევე მოიცავს ბაღის ადმინისტრაციული შენობის, ღობის აღდგენასა და ოთხი ალაყაფის ჭიშკრის მოწყობას. სამუშაო პროცესი შეეხება საჯინიბოს შენობის განახლებას, ბაღის ტერიტორიაზე არსებული ჯვარედინა სასახლის რესტავრაცია-კონსერვაციას, მებაღის სახლის რეკონსტრუქციას და სანერგე მეურნეობის მოწყობას. ბოტანიკური ბაღის ინფრასტრუქტურული მოწყობის ფარგლებში კი ტერიტორიაზე რეაბილიტირდება და გაშენდება საფეხმავლო ბილიკები, მოეწყობა გარე განათების სისტემა, განთავსდება ახალი საპირფარეშოები. ინფრასტრუქტურული პროექტი ამავდროულად ითვალისწინებს არსებული ხელოვნური ტბისა და არხების აღდგენას, ტბის წყალმომარაგებისთვის მდინარე ჩხოუშის ტერასაზე სადრენაჟო ქსელის და მაგისტრალური ჭედადი თუჯის მილსადენის, სარწყავი და სადრენაჟო სისტემის, სასმელი წყლისა და კანალიზაციის ქსელის მოწყობას. ახალ დატვირთვას შეიძენს ადმინისტრაციული შენობა. რეაბილიტაციის შემდგომ მის პირველ სართულზე საგამოფენო და საკონფერენციო დარბაზები განთავსდება. მოეწყობა ექსპოზიციის საცავი. მეორე სართული კი ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციის ოფისებს დაეთმობა, სადაც სამეცნიერო-სამუშაო ოთახები და ჰერბარიუმის საგამოფენო სივრცე განლაგდება. ბაღის ტერიტორიაზე განთავსდება კაფეტერია, რომელიც ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის სამხრეთ -აღმოსავლეთ ნაწილში ძველი ადმინისტრაციის შენობის ნაცვლად აშენდება. საზოგადოებრივი კვების ობიექტი ბოტანიკური ბაღის ვიზიტორებს მოემსახურება.იგეგმება დენდოლოგიური პარკის ახალი ჯიშებით გამდიდრებაც. აიგება სანერგე მეურნეობის შენობა. სამეცნიერო და სელექციური პროცესებისთვის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის დასავლეთ ნაწილში 2000 კვ.მ.-ის ფართობზე სანერგე მეურნეობის მოწყობა, სადაც განთავსებული იქნება ინვენტარის და თესლების შესანახი სათავსოები. პროექტირების ფიზიკური სამუშაოების დასრულების ვადად პროცესის დაწყებიდან 18 თვეა განსაზღვრული.პარალელურად კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ამზადებს დოკუმენტს, რომლის საფუძველზე, რეაბილიტირებული ლანდშაფტური არქიტექტურის ნიმუში – ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი, ისტორიული პარკების ევროპულ ქსელში უნდა გაწევრიანდეს. #კულტურულიმემკვიდრეობა
Geplaatst door საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა op woensdag 21 februari 2018
წყარო: საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო