ხვალ, 7 იანვარს საქართველოში შობის ბრწყინვალე დღესასწაული აღინიშნება.
დღესასწაულთან დაკავშირებით თბილისში ეწყობა ტრადიციული საშობაო საზეიმო მსვლელობა „ალილო“.
ალილოს მსვლელობა დაიწყება 14:00 საათზე ვარდების მოედნიდან და რუსთაველის გამზირისა და ბარათაშვილის აღმართის გავლით დასრულდება სამების საკათედრო ტაძარში.
ალილოს მსვლელობასთან დაკავშირებით, ავტობუსების მარშრუტები დროებით იცვლება. 14:00 საათიდან რუსთაველის გამზირი, პუშკინისა და ბარათაშვილის ქუჩები და ბარათაშვილის აღმართი დროებით დაიკეტება.
მეტროპოლიტენი მგზავრებს გახანგრძლივებული გრაფიკითა და უფასოდ მოემსახურება შობის ღამეს. იგი 6 იანვრის 24:00 საათიდან 7 იანვრის 04:00 საათამდე იმუშავებს.
მას შემდეგ, რაც მსვლელობა ბარათაშვილის აღმართს მიაღწევს, ავლაბრიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით მოძრავი ავტობუსები ავლაბრის მოედანზე დატრიალდებიან.
წყარო: Tbilisi City Hall