2018 სალაშქრო სეზონს მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაცია, მოლაშქრეთა კლუბებთან ერთად ოფიციალურად 13 აპრილს, რაჭაში გახსნის. ღონისძიების პარტნიორია საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.
ბანაკები 13 აპრილიდან შაორის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიშლება.
სალაშქრო სეზონის გახსნასთან დაკავშირებით ტრადიციულად გაიმართება გრანდიოზული კონცერტი, ქართველ მუსიკოსებთან ერთად და ჩატარდება სხვადასხვა აქტივობები, სპორტული შეჯიბრებები, მოლაშქრეთა კლუბების პრეზენტაციები, წარმატებული კლუბების და მოლაშქრეების დაჯილდოვებები და სხვა.
ბანაკში მონაწილეობის მიღება უფასოა.
წყარო: მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაცია