ტურიზმის სფეროში კარიერის დასაგეგმად სტუდენტებისთვის 27 თებერვალს გამოფენა მოეწყობა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით გამოფენების ცენტრ „ExpoGeorgia”-ს №3 პავილიონში კარიერის დაგეგვმის ღონისძიება გაიმართება.
გამოფენის მიზანია სტუდენტების ინფორმირება და ტურიზმის ინდუსტრიის უკეთ გაცნობა.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს წევრი 25-ზე მეტი ორგანიზაცია. გამოფენის დროს სტუდენტებს საშუალება ექნებათ წამყვანი სასტუმროებისა და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებს გაესაუბრონ, გაეცნონ მათ საქმიანობას, დაგეგმონ კარიერა და გაიგონ თუ რა უნარ-ჩვევები და გამოცდილება არის დამსაქმებლისთვის პრიორიტეტული ტურიზმის სფეროში.
ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.
წყარო: ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია