მოგზაურობა

რა არის ჩემთვის მოგზაურობა
მოგზაურობა რამოდენიმე ასო და ცხოვრების არსი. სიტყვა მოგზაურობა ,რომ გამიელვებს თავში , თვალები თავისით მეხუჭება და რამოდენიმე წამში თითქოს და დედამიწის ყველა წერტილი მოვიარე ,სხვადასხვა ქვეყანაში ვიმოგზაურე. და ამ მოგზაურობიდან საათის ისრის ხმას გამოვყავარ. მოგზაურობის სიამოვნება , რომელიც თვალის დახუჭვისას განვიცადე და კარგ გუნებაზე დამაყენა მიუხედავად იმისა, რომ ფიქრში განცდილი სიამოვნება ყოფიერებაში უფრო ღრმა და ორმაგად სასიამოვნოა ვიდრე წარმოდგენა იმის თუ რისი ნახვა გინდა ვიქრობ რომ ნატურაში დანახული უფრო ორიგინალური და სიამოვნების მომგვრელია , ფიქრში წასვლა და ნახვა იმის რისი ნახვაც გინდა. და ამ ეიფორიაში საათის ისრის ხმაა, თორმეტს გადაცდა წარსულში გადამაგდო აწმყო დამავიწყა წარსულზე დამაფიქრა თითქოს და გუშინ ვიყავი სან-ფრანცისკოში და აი ისევ საათს ისრის ხმა და სხვა ქვეყანაში გადამაგდო სხვა რეალობა დამანახა, 60წუთში რამოდენიმე ქვეყანაში ვიმოგზაურე საკუთარი წარმოსახვით ვნახე: სან-ფრანცისკო, მექსიკა, ვენეცია. ,,წარმოსახვითი“ მოგზაურობა , რომელიც მოგზაურობაზე და ამ პროცედურებზე სწრაფად ხდება მაინც არარეალურია ,მაგრამ სასიამოვნოა ხოლმე, როცა შენს სამყაროში ცხოვრობ ეს მოგზაურობაა. ხოლმე არარელური ანუ წარმოსახვითი თითქოს და რეალობა უფრო მეტ სტიმულს სიამოვნებას განიჭებს ვიდრე მაგალითად ,,თვალით დანახული ეიფელის კოშკი“. ზუსტად, ამ ფიქრებში თუ შეგრძნებებში ყოველი ქვეყნის ნახვის დროს მინდა დავრჩე მაგრამ უცებ თავს საათის ისრის ხმა მახსენებს და სხვა ყვეყანაში გადამაგდებს. აი პირველი შესრულდა საათი და საათის ისარმა იმდენად ძლიერად ,,დაარტყა“ დღევანდელ რეალობასთან დამაბრუნა მიუხედავად ჩემი ,,მოგზაურობისა“ ყველა ქვეყანა ლამაზია, მაგრამ ჩემი ქვეყანა ეს ხომ სხვაა რაღაც ფანტასტიური თავისი სპეციფიკით, კულტურით , ღირშესანიშნაობებითა და ტრადიციებით ერთი სიტყვით მრავალფეროვნებით გამორჩეულია ყველა ქვეყნის ,,ნაზავია“ ხო ნაზვია მეურნეობით საერთო ინტერესებით ვფიქრობ და დარწმუნებულივარ იმაში, რომ საქართველო ერთ-ერთი გამორჩეულია. მოგზაურობა კიდევ და ამ რეალობის შეგრძნება ,რასაც მოგზაურობა ქვია ახლის გაცნობა, სიახლეების ნახვა ,კომუნიკაცია, აზრების გაცვლა და რაც მთავარია სულიერი სიამოვნების მიღება მხოლოდ მოგზაურობის დროს შეგიძლია. საკუთარ ფიქრებში მოგზაურობას და ქვეყნებში მოგზაურობას ახლავს თავგადასავლები. რომელიც ცხოვრების განსაკუთრებული მომენტებია აი ეს არის მოგზაურობის შეგრძნება და ახლის ნახვა. ამ თავგადასავლებში ნანახი ყოველი ნივთი ხელის შეხება, გემო შეგრძნება, ხმა , წარსულში ბაუშვობაში ,,მაგდებს“ და ასე ვმოგზგაურობ ,როგორც მარსელ პრუსტი მოგზაურობს დროში და სივრცეში. დღეს კი შეგვიძლია ინტერნეტის საშუალებითაც ვიმოგზაუროთ სხვადასხვა ქვეყანაში. მაგრამ ეს ხომ ვირტუალურია და ნაკლებას სასიამოვნო როგორ შეგვიძლია იგივე სიამოვნების მიღება როცა მას ვერ ვეხებით ,ვერ ვგრძნობთ ინტერნეტმა დააჩქარა ნახვა რეალურისა მაგრამ ვერ შეგვიცვალა გრძნობები. მაგრამ ინტერნეტიც ხომ როგორც დადებითი ისევე უაროფითია. ინტერნეტი გვიწევს გიდობასაც კი და სხვადასხვა მხარეს მივყავართ და სხვადასხვა ინფორმაციიას გვაწვდის. მაგრამ ეს გვიკარგავს კომუნიკაციას და აზრების გაცვლას რაც მოგზაურობას თან ახლავს. ეს არის ჩემთვის მოგზაურობა. ყოველ დღე ვმოგზაურობ ყოველი დღე თავგადასავალია დაუგეგმავი მომენტები კი ორმაგად სასიამოვნოა. მეგობრების ერთად სეირნობა მარტო ზღვა ტალღები და ამ ტალღებში ვმოგზავრობ .ყოველ დღე ვმოგზაურობ ყოველი დღე თავგადასავალია დაუგეგმავი მომენტები კი ორმაგად სასიამოვნოა. მეგობრების ერთად სეირნობა მარტო ზღვა ტალღები და ამ ტალღებში ვმოგზავრობ.
გმადლობთ ყურადღებისთვის…