რა არის ჩემთვის მოგზაურობა?!

რა არის მოგზაურობა? რას ნიშნავს იყო ტურისტი? მოცემულ შეკითხვებს და სხვა მრავალ შეკითხვას ყველა ადამიანის გონებისთვის სხვადასხვანაირი პასუხი აქვს. თუ წყაროებს მივენდობით პლანეტის პოპულაციამ 7,5 მილიარდს გადააჭარბა. წარმოგიდგენიათ? მსოფლიოს ყველა მხარეს, ერთეულს, ცენტრს, თავისი მოსახლეობის იმდენი აზრი ახვევია თავს….. მათ შორის ფიქრები მოგზაურობაზე.ბევრი ადამიანი, მერწმუნეთ ძალიან ბევრი ოცნებობს მოგზაურობაზე. ზოგს სად უნდა მოხვედრა, ზოგს სად. ხო, მართლა! წიგნები მიყვარს. ბევრს უყვარს. მათი საშუალებით შეგვიძლია ვიმოგზაუროთ ყველგან, მათ შორის იქ,სადაც წარმოუდგენელია ადამიანის ყოფა. წიგნებს გადავყავარ სხვა სამყაროში, შორს – მოსაწყენი რეალობიდან ,,საოცრებათა ქვეყანაში”. სწორედ ეს არის მოგზაურობის ხიბლიც – მოხვდები იქ სადაც გინდა, ან იქ, სადაც შენთვის უკეთესია.

ჩემი სუბიექტური აზრით მოგზაურობა არ ნიშნავს მხოლოდ ქვეყნის გარეთ ან ქვეყნის შიგნით სხვა მხარეს მოგზაურობას. ბევრისთვის და მათ შორის ჩემთვისაც მოგზაურობა შეიძლება იყოს გამზირზე, უბანში…გამზირზე სადაც ცხოვრობ, ან იქ, სადაც სრულიად უცხო ხალხია.იარო,იარო, აღმოაჩინო სხვადასხვა ადგილები, ადამიანები, ,,street art”-ები  და ა.შ.

ყველას აქვს ოცნებები, მიზნები, ამბიციები. გამონაკლისი არც მე ვიქნები. მაქვს სურვილი ვიმოგზაურო ძალიან ბევრ ადგილას. ვნახო საინტერესო და ამავდროულად ეგზოტიკური ადგულები. გადავიღო ბევრი ფოტო, მით უფრო რომ ფოტოგრაფია ჩემი ჰობია.ყოველთვის ვფიქრობ. წარმოვიდგენ თავს ნიუ-იორკში, პარიზში,ბალის ან მალდივის კუნძულებზე.მიყვარს კუნძულები. მომწონს ადგილები, სადაც ლამაზი ბუნებაა, ან ისეთი ატმოსფეროა, რომ ბუნება რომც არ მოგწონდეს მაინც გინდება იქ ყოფნა. ასეთ ადგილას მოგზაურობა ყველაზე საინტერესოა.

განსაკუთრებით მიყვარს ფენტეზის ჟანრის წიგნები,იქ ისეთ საოცარ ლოკაციებზე ხვდები, რომ მერე შეიძლება თავის დაღწება გაგიჭირდეს.ძალიან მაგარია იყო მწერალი. ამ დროს მკითხველი გადადის მწერლის გონებაში და მის აზრებს ეცნობა. მოგზაურობაც ხომ ასეა, გადადიხარ სხვაგან და ზუსტად არც კი იცი რა დაგხვდება, მაგრამ ჯიუტად გული მაინც მიგიწევს იმ ადგილისკენ.ერთი სიტყვია კარგია მოგზაურობა.რაც მეტს მოგზაურობ,მით უფრო კრეატიული ხდები და შესაბამისად ბევრი იდეა გებადება. გეხსნება გონება და სახლში ახალი შთაბეჭდილებებით ,,გადაღლილი” ან თუნდაც ,,დაქანცული” ბრუნდები.

მოგზაურობა შეიძლება ყველგან, იმ შემთხვევაში თუ ადამიანი მოინდომებს. თუმცა ამას რა თქმა უნდა, ადამიანს ხომ ყველაფერი შეუძლია თუ კი გულით მოინდომებს!

მეც ვმოგზაურობდი ჩემს გამზირზე და გიტოვებთ საოცარი ბუნების საოცარ აისს!

მადლობა ყურადღებისთვის!