დედა ენის ბაღში საახალწლო ქალაქი გაიხსნა

  • Home
  • მთავარი
  • დედა ენის ბაღში საახალწლო ქალაქი გაიხსნა

დედა ენის ბაღში გახსნილი საახალწლო ქალაქი სტუმრების მისაღებად მზად არის.

საახალწლო ქალაქი ვიზიტორებს 7 იანვრის ჩათვლით, დილის 10 საათიდან  ღამის 12 საათამდე, მრავალფეროვანი გასართობი პროგრამით უმასპინძლებს.

კერძოდ, დედა ენის ბაღში გაიხსნა საახალწლო ბაზრობა, კინოს მოყვარულთათვის ფუნქციონირებს ღია კინოთეატრი. ყოველდღე 12 საათიდან, საღამოს 6 საათამდე სხვა ღონისძიებებთან ერთად სპეციალურად პატარებისთვის, საბავშვო გასართობი ღონისძიებები ჩატარდება. გარდა ამისა, დაგეგმილია საახალწლო სპორტული აქტივობები, იფუნქციონირებს სახელოსნოები და დაინტერესებული პირებისთვის მოეწყობა ვორქშოფები.

დედა ენის ბაღში ყოველდღიურად ქართველის მომღერლების საახალწლო კონცერტები გაიმართება. ღონისძიებაში მონაწილეობას რობი კუხიანიძე და ჯგუფი Outsider-ი, ბასტი ბუბუ, პარა ორკესტრი და დათუნა ალადაშვილი, „ბლექ მაროუზი” და  ჯგუფი „რეზო და ბავშვები” მიიღებენ.

21:00-დან 00:00 საათამდე  ალტერნატიული მუსიკისა და დიჯეების კონცერტები გაიმართება.

წყარო: თბილისის მერია

 

Tags: