მოგზაურობა დაკავშირებულია ახალ გამოწვევებთან, აღნმოჩენებთან და დაუვიწყარ მოგონებებთან.
მნიშვნელობა არ აქვს მსოფლიოს რომელ კუთხეში გეგმავ გამგზავრებას, გაეცანით 10 წესს, რომელიც აუცილებლად უნდა შეასრულო, რადგან მოგზაურობა გახადეს დაუვიწყარი და სრულყოფილი.
დავიწყოთ!
- ენა
ვისწავლოთ ენა. სანამ რომელიმე ქვეყანაში წახვალ, აუცილებლად ისწავლეთ მათი ენა. რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ აუცილებელია დაეუფლოთ მას სრულყოფილად. რამდენიმე სიტყვის ან ფრაზის სწავლა სავსებით საკმარისია სოციალური კავშირის დასამყარებლად ადგილობრივებთან.
ამით ადგილობრივებს არა თუ გააოცებთ, არამედ მათ გულსაც მოიგებთ.
- ტრანსპორტი
მოგზაურობისას ისარგებლეთ ადგილობრივი ტრანსპორტით. საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას უფრო მჭიდრო კავშირი გაქვთ ადგილობრივებთან, ვიდრე მაგალითად ტაქსით მგზავრობისას.
- ბარ-რესტორნები
ეწვიეთ ისეთ კვებით ობიექტებს, რომლებსაც ადგილობრივები გირჩევენ. ტურისტულ ზონაში მდებარე რესტორნები ხშირად ძალიან ძვირია და აქ შეხვდებით ყველა სახის, სტანდარტულ საკვებს, გარდა ნამდვილი, ტრადიციული კერძებისა. თუ ნამდვილად გაქვთ იმის სურვილი, რომ გაეცნოთ ”სამზარეულოს კულტურას”, ეწვიეთ იმ რესტორანს, რომელიც ადგილობრივებისთვის განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს.
- „შოპინგი“
მოინახულეთ ისეთი სავაჭრო ადგილები, სუპერმარკეტები, მაღაზიები და ა.შ. სადაც ადგილობრივები ხშირად დადიან. თქვენ აუცილებლად აღმოაჩენთ რაიმე ახალს და განსხვავებულს, რაც თვენს ქვეყანაში არ იყიდება.
ასევე ეს წესი ეკუთვნის სუვენირების მაღაზიებსაც.
- რეკომენდაციები
იმ შემთხვევაში, თუ მხოლოდ ტურისტულ ადგილებს ეწვევით, თქვენი მოგზაურობა რა თქმა უნდა შესანიშნავი იქნება და „სელფებიც“ მშვენიერი გამოვა.
მეტი გსურთ?! – „გაიკითხეთ“. იქ მცხოვრებლებზე უკეთესად არავინ იცის, თუ რომელი ადგილი ღირს მოსანახულებლად და პირიქით – რომელი არა.
- გამოიწვიე შენი თავი!
სცადეთ რაიმე ახალი, განსაკუთრებული, ის რაც აქამდე ჯერ არ გიცდია, თუნდაც ეს შიშს იწვევდეს შენში. გადმოხტი პარაშუტით მთიდან, გაისეირნე ცხენებით ან თუნდაც გასინჯე ახალი საკვები. ნამდვილი მოგზაურობა აუცილებლად აღმოგაჩენინებს საკუთარ თავს და შესაძლოა შეგცვალოს კიდეც უკეთესობისკენ.
- „რიტუალები“
მიიღე მნონაწილეობა ტრადიციულ კულტურულ ღონისძიებებში, თუ გაქვს ამის საშუალება. ეს ყველაფერი მოგზაურობისას დაგროვილი შთაბეჭდილებების ნახევარს შეადგენს.
- დაიკარგეთ
დაკარგვა – ეს არის საუკეთესო საშუალება დაუმეგობრდე იმ ადგილებს, სადაც იმყოფები. დაივიწყე ნებისმიერი სახის რუკა და ერთ მშვენიერ დღეს, უბრალოდ დაიკარგე ქალაქში.
- არ იყო ტურისტი!
არ იყო ტურისტი! დაივიწყე შენი გეგმები, ჰკითხე ადგილობრივებს ყოველდღიური ყოფის შესახებ და ეცადე იცხოვრო 1 დღე მათ მსგავსად. ისეირნე ფეხით, ან ველოსიპედით ქუჩებში, წადი მაღაზიაში, ბაზარში, ისეირნე სკვერში, გაესაუბრე ადგილობრივებს, მოიქეცი ისე, როგორც საკუთარ სახლში/ქვეყანაში. გაატარეთ 1 სრული დღე არა როგორც ტურისტმა, არამედ როგორც ადგილობრივმა (რა თქმა უნდა, თუ გაქვთ მოგზაურობისას ამისთვის საკმარისი 1 დღე).
- მოგონებები
გადაიღე და დაწერე ყველაფერი, ის ემოციები თუ სანახაობები, რომელიც მოგზაურობისას გადაგხდა თავს. თავგადასავლების ფირზე და ფურცელზე აღბეჭდვა, მოგზაურობის განუყოფელი ნაწილია.