კიდევ ერთხელ sinchao! უამინდობის გამო მოსკოვის თავზე 2სთ ფრენის შემდეგ დავჯექით თბილისის აეროპორტში.. დღეს დილიდან ჰანოის გამოვემშვიდობეთ – ცხელი კვერცხიანი ყავა (ტრადიციული ჰანოიში) და თბილისში წამოსაღებად შეფუთული სპეციალური ხილით სავსე ყუთები❤ ამ 10 დღეში ვიეტნამი რასაც ქვია შევიგრძენით, გავშინაურდით.. Viet Nam ანუ Southern China… 54 ეთნიკური ჯგუფი, რამდენიმე დიალექტი.. თვითონ კი სწყინთ ამაზე საუბარიც კი, მაგრამ უცხოელის თვალით ძალიან იგრძნობა ჩინეთის ზეგავლენა 1000-წლიანი ოკუპაციის შედეგად – ყველაფერში! ვიეტნამელებმა მხოლოდ ერთ რამეში აჯობეს ჩინეთს: ცხოვრება გაიმარტივეს და 1945 წლიდან იეროგლიფებზე ტვინის “ჭყლეტვას” ამჯობინეს abc ალფავიტზე გადასვლა.. საინტრესო სანახავი რაც იყო ყველაფერი ვნახეთ – ისტორიული ადგილები, ბუდისტური ტაძრები (პაგოდები) 5-ფერიანი დროშებით (სამყაროს 5 ელემენტის ნიშნად: ცეცხლი, წყალი, რკინა, მიწა, ხე).. ძველ დედაქალაქ ჰუეში დავათვალიერეთ მეფის ულამაზესი სასახლე, რომელსაც 500 (კი! 500😳) ცოლი ჰყავდა…2-დღიანი ვიზიტით ვიყავით Ha Long Bay-ში (ზეციდან მოვლენილი დრაკონის ყურე).. როგორც ლეგენდა ამბობს, ვიეტნამს ბევრი დამპყრობი ჰყოლია საუკუნეების მანძილზე, ამიტომ ციდან მოევლინათ დრაკონი, რომელიც ამ წყლებში ბინადრობს და იცავს მათ მტრებისგან.. ძალიან ლამაზი ადგილი, 1929 კუნძულით, გამოქვაბულებით, ნავზე მაცხოვრებელი სოფლებით.. ადგილობრივები ამაყობენ რომ ჰოლივუდის King Kong ამ მთებზე დახტოდა:) ღამე პირველად გავატარე გემის “კაიუტაში”, კომფორტულად და მშვენიერი ხედით; თუმცა, როგორც ჭეშმარიტ გემს შეეფერება (ალბათ😂), “ჭერში” ვირთხების სირბილიც მოვისმინეთ:)) შემდეგ ვნახეთ მარგალიტის ფერმა – ვიეტნამში როგორც მარგალიტის მწარმოებელ ქვეყანაში must see-ა: ვნახეთ ხამანწკების IVF, ანუ ხელოვნურად განაყოფიერების პროცესი და 3-10 წლის შემდეგ დაბადებული სხვადასხვა ზომის და ფერის მარგალიტები.. რაც დიდია, მით მეტი წლისაა (ნიჟარის ზომის მიხედვით) და ფასიც შესაბამისად.
მაგრამ ყველაზე საინტრესო მაინც ყველა ქვეყანაში არის ხალხი! მათი ცხოვრება, უნიკალური ადათ-წესები.. მაგალითად, ვიეტნამში ჭამენ ძაღლს, განსაკუთრებით, თვის ბოლო კვირას, რომ შემდეგი თვე წარმატებული იყოს (გასინჯვა ვერ გავბედეთ..)😉 სარკეში თმას არ ივარცხნიან რადგან სულების ეშინიათ; და ყველაზე უცნაური! – თვლიან რომ გარდაცვლილი პირველი 3 წელი ჯოჯოხეთშია, ამიტომ 3წ შემდეგ გვამს ამოთხრიან, ძვლებს წმინდავენ და ისევ მარხავენ რომ აწი უკვე სამოთხეში მოხვდეს..😳😁 მოგზაურობის ადრენალინიც ეგ არის – ყველგან ერთი საუკუნეა, მაგრამ სხვადასხვა დროა.. აზიაში დრო შენელებულია ან ზოგან თითქოს გაჩერებულია.. 👍❤ და კიდევ.. ჩემი დაკვირვებით, ზოგადად ჰინდუ (ინდუისტურ) და ბუდისტურ ქვეყნებში ხალხი კეთილგანწყობილია და მოგზაურობა აბსოლუტურად უსაფრთხოა ✌