ვიეტნამი

ვაგრძელებთ ვიეტნამის დაპყრობას. – რა არის ვიეტნამი კომუნისტური სიმბოლიკის გარეშე.. ჰანოიში ჩასვლისთანავე დილიდან გავეშურეთ Ho Chi Minh-ის სანახავად – ვიეტნამის კომუნისტი ლიდერი და 1945წ დემოკრატიული რესპუბლიკის დამაარსებელი, პრეზიდენტი და პრემიერი ერთდროულად, კაცი ლეგენდა, აწ მავზოლეუმში დასვენებული… მუმია ადგილზე არ დაგვხვდა, ამიტომ მუზეუმი შემოვირბინეთ (იმხელა ტერიტორიაა კომპლექსურად, რომ სტალინს შეშურდებოდა!).. უკანა გზად ვლადიმერ ილიას ძეს ცოცხალ ძეგლსაც “მოვეფერეთ” და აეროპორტში წასვლამდე მივირთვით უგემრიელესი გველთევზა ბრინჯის ლაფშით (იქ სადაც ვიეტნამელები და არა ტურისტები ჭამენ, რა თქმა უნდა)overcrowded ჰანოიში, თავისი 5 მილიონი მოპედით, სადაც მძღოლების უმრავლესობა ცხვირის ნიღაბს ატარებს დაბინძურებული ჰაერის გამო:.
გუშინ უკვე ჩამოვფრინდით ვიეტნამის სიდიდით მესამე ქალაქ Da Nang-ში.. საპორტო, ბევრად განვითარებული ქალაქი, ფართე ქუჩებით, ლამაზი დრაკონის ფორმის და დაკიდებული ხიდებით.. თუმცა, ისეთივე, ვიეტნამისთვის დამახასიათებელი მოპედების ქაოტური მოძრაობით.. ყველგან კაფე.. ზიან როგორც ფრანგები – ტროტუარზე პატარა მაგიდებთან და ყველანი იყურებიან ქუჩის მიმართულებით.. 🙂 საჭმელი აქაც უგემრიელესი, თუმცა ყავა “კრუშკით” და მჟავე, კოქტეილი საპნის გემოთი..და როგორც ნასტია იტყოდა – главное чтоб мопед не сбил.. დანარჩენი ყველაფერი მოგვწონს.
დღეს დილიდან დავლაშქრეთ Da Nang-ში არსებული Champa ცივილიზაციის (192AD-1697) ტერაკოტის ქანდაკებები (ჩამპა-ჰინდური სილამაზე!).. შემდეგ ოკეანესის სანაპიროს გადავხედეთ, ქვიშაში ამოვიზილეთ და გავემგზავრეთ ცენტრალური ვიეტნამის sightseeing-ზე: ბუდას 67-მეტრიანი ძეგლი ხედით ოკეანეზე და მეთევზეთა კოლორიტულ “სოფელზე” (my favorite sightseeing in Vietnam so far).. ვნახეთ limestone კლდეში გამოკვეთილი უძველესი ბუდისტური სამონასტრო კომპლექსი (დრო არ მეყო დასათვალიერებლად იმდენად დიდებული იყო) … და, დღის ბოლოს, ვიეტნამური საოცრება – პატარა აზიური ვენეცია: Hoi an – ძველი ქალაქი – ფერადფერადი ბრებით განათებული ლამაზი ვიწრო ქუჩებით, კაფეებით, 1 კვადრატულზე 27 ტურისტით და უგემური საჭმლით.ნავით ვისეირნეთ და ძალიან ლამაზი და საყვარელი ვიეტნამელი ბავშვიც გავიცანით🎶 (სურათის გადაღებაში სულ რაღაც 1 დოლარი მომთხოვა:))… წამოსვლის წინ კაპანაძე, რა თქმა უნდა, შევარდა ნახატების ერთ-ერთ მაღაზიაში (ვიეტნამში ბუკვალურად ყოველ ნაბიჯზეა ფერწერული გალერეა-მაღაზიები) და თანამედროვე უცნობი ვიეტნამელი მხატვრის “შედევრი” დაახვია რულონად. ეხლა მთავარია საზღვარზე ეს ტილო “კულტურული მემკვიდრეობა” არ აღმოჩნდეს და ნებართვა არ მოგვთხოვონ გატანაზე. მოკლედ, ვაგრძელებთ კულტურული შოკის მიღებას და ეგზოტიკური ხილის დაგემოვნებას.გვენატრება ჰანოის სამზარეულო.