ჩარლზ დიკენსი ამბობდა,რომ მშვენიერ სხეულში შეიძლება მახინჯი სული იმალებოდეს,მაგრამ შორს რატომ მივდივარ,როცა ჩვენი საყვარელი ქართველი მწერალი, ნოდარ დუმბაძე ფიქრობდა,რომ ადამიანის სული, გაცილებით უფრო მძიმეა, ვიდრე სხეული..ამ თემატიკასთან დაკავშირებით უამრავი მოსაზრება მსენია და ზოგიერთ მათგანს სიტუაციისამბერ ვეთანხმები კიდეც. აი მე კი მიმაჩნია,სული ან გამხდარია ან მსუქანი, და ეს შეიძლება ჩვენი სხეულის (უკუ)პროპორციული იყოს. მოკლედ ამხელა შესავალი არც სჭირებოდა,იმის თქმას რომ , პირადად მე მიმაჩნია, რომ მსუქანი სული მაქვს, რაც სამწუხაროდ სხეულის უკუპროპორციული ნამდვილად არ არის.
სულის სიმსუქნეში უმეტესწილად სიზარმაცეს ვგულისხმობ. რა დასამალია,ძალიან ზარმაცი ადამიანი ვარ. ყველაფრის მარტივად მიღება მიყვარს,ჩემი საყვარელი აქტივობა ძილია და თავს სულ იმით ვიმშვიდებ,რომ ზარმაცი ადამიანები ძალიან ჭკვიანები ვართ. ეს უკანასკნელი ლოგიკურ გავშირშია,იმასთან რომ აქეთ-იქით სიარულის მოყვარული არ ვარ, და თუ დავდივარ,ისიც იმიტომ რომ დედაჩემი სულ მეუბნება სადმე წადი თორე,ვეღარ გიტან რომ გიყურებო. მესმის ადამიანის, ვერაფერში შეედავები..
ამ ყველაფრის და მიუხედავად ბუნებასთან მაინც ძალიან ახლოს ვარ. ღმერთის არსებობის მხოლოდ მაშინ მწამს, როცა ვხედავ როგორი არაქაოსური,მოწესრიგებული და იდეალურია, ფლორისა და ფაუნის დაუსრულებელი გამრავლების ბრუნვა. ეს ყველაფერი ისეთ ემოციებს იწვევს ჩემში ხშირად ცრემლების შეკავება მიჭირს და საკუთარი თავი მიყვარდება,როცა ვიაზრებ რომ მეც ამ ყველაფრის ნაწილი ვარ.
მოკლედ რამდენიმე წლის წინ, რა თქმა უნდა მეგობრებისა და ოჯახის დაჟინებული თხოვნით ეგრედ წოდებულ ტურში გადავწყვიტე წასვლა, ჩემთვის თითქმის უცხო ადამიანებთან ერთად,რომლებიც ბირთვისის მონახულებას აპირებდნენ. პარადოქსია,ის რომ ჩემზე,უამრავი ადამიანი ფიქრობს,რომ ძალიან კომუნიკაბელური ვარ,როცა უმეტესწილად ადამიანებთან კომუნიკაციის დროს საშინელ დისკომფორტს ვგრძნობ და სულ ჩემს პატარა სიმყუდროვეს ვეძებ,რომელშიც კატასავით დავმრგვალდები და ვიკრუტუნებ. ბირთვისის გზაზეც ასე მოხდა, რატომღაც ახალი ადამიანები ვერ გავიცანი და ვეცადე მაქსიმალურად მივკედლებოდი მათ,ვისაც ვიცნობდი.
საოცარი ამინდი იყო. ციოდა, თებერვალი იყო,მაგრამ ამავდოულად თბილოდა, ამიტომ ვერ მიხვდი ლოყები სიცხისგან ამიწითლდა თუ სიცივისგან. თვითონ ამინდიც ისეთი უცნაური და სასიამოვნო იყო,როგორც ის გრძელი ბილიკი,რომელიც ბირთვისის ციხესიმაგრემდე მიდიოდა. ბილიკი ვიწყო იყო, ციცაბოც, ზემოდან უზარმაზარი კლდოვანი და წვეტიანი მთები გარბრაზებული გამომეტყველებით იყურებოდნენ და თითქოს მაცნობდნენ,რომ ეს ტყვე ჩვეულებრივი საერთოდ არ იყო.
არაშესაფერი ფეხსაცმლის,ყურსასმენების,ჩემი მოუხერხებლობისა და გამოუცდელობის გამო ბევრჯერ წავიქეცი,დავგორდი და ჩამოვრჩი ჩემს წინამორბედებს. ბევრჯერაც ავდექი,გავიცინე და მხიარული ადამიანების გარემოცვას დავუბრუნდი და მაგრამ საბოლოოდ დაკარგვა მაინც მოვახერხე.
პირველი რაც გავაკეთე ის იყო,რომ ტელეფონს დავხედე. და რადგან, 56% არც თუ ისე დამაიმედებლად მეჩვენა,იმისთვის რომ მთელი დღე მყოფნოდა,ცოტა ხნით შოპენიც გავაჩუმე, რაზეც სხვათაშორის გული ისე დამწყდა,როგორც პატარა ბავშვს,რომელსაც დედა ფანჯრიდან ეძახის,ამოდი საჭმელი ჭამე და ისევ ჩადიო.
მიმოვიხედე და უზარმაზარ ტყეში,რომელშიც იმასაც ვერ ვარკვევ,რომელი მხირდან მოვდივარ, სრულიად მარტო ვარ. შორს ხმები მესმის,მაგრამ იმდენად გაუკვევლად,რომ ვერ ხვდები ადამიანები ბუტბოტობენ თუ ჩიტები ჭიკჭიკენებ. შიშმა ამიტანა, უამრავი საშინელი ისტორია გამახსენდა, რაც ტყეებში ხდება და ჩემს თავზე უფრო მეტად მომეშალა ნერვები,რომ ვამპირის დღიურები ნანახი მქონდა,სადაც ვამპირების ადამიანებზე თავდასხმების 80%-ზე მეტი სწორედ ტყეში ხდებოდა. მერე დავმშვიდდი, ვიფიქრე ,არამგონია ბისრთვისში ვამპირებდი ბინადნობნენ თქო და გზა განვაგრძე.. საეჭვო სიჩუმემ და ჩემმა დაღლილმა სუნთქვამ ისევ შემაშინა.როგორც რიუნოსკე აკუტაგავა იტყოდა, ამ მშვიდი ტყვის მყუდროებას,მხოლოდ სულთმოძრავის ხროტინი არღვევდა.. ეს უკანსკნელი კი მე ვიყავი..
მოსაღამოვდა და როგორც იცით ტყემ მზის ჩასვლა უფრო მალე აითვისა და გაითავისა,ვიდრე ამას მდელო მოახერხებდა.. გარემო ისე ივსებოდა ულამაზესი ფერებით,როგორც ჩემი ფილტვები სუფთა,ნამიანი და ფესვებ ნარევი ჰაერით.მოსაღამოებამ ჩემი შიშები რატომღაც გაფანტა და მივხვდი,რომ არასდროს ვყოფილვარ ისეთი ბედნიერი როგორც იმ წამს.. კიდევ ერთხელ ავხედე უზარმაზარ მთებს,რომლებიც ღრუბლებს ზემოთ იყვნენ და გაბრაზებულნი მიყურებდნენ, დავხედე ნამიან ბალახს, ცაზე უდრო ცის ფერ ცას და ერთმანეთში გადახლართულ ტოტებს,რომლებიც შეყვარებულ წყვილებს მაგონებდა.
ნაზი სიო ქროდა,ეს სიო ფოთლებს აცეკვებდა მე კი მათი ცეკვა გულს მიჩქარებდა..მივედი ხესთან,ხელისგული შევახე,ტელეფონი ამოვიღე ჯიბიდან და რადგან 34%-მა ოდნავადაც არ შემაშინა,მუსიკის მოსმენა გადავწყვიტე, ჩემს ‘’ფლეილისტში’’ ვეცადე რამე ტყეებთან ასოცირებული მეპოვნა და ბითლზის ‘ ნორვეგიულ ტყეს’’ რომ წავაწყდი,ზედმეტად პათეთიკური მეჩვენა,ამიტომაც ძებნა განვაგრძე…ბოლოს არჩევანი My morning jacket-ის into the wood-ზე შევაჩერე, ჩავრთე და რაც მაშინ ვიგრძენი,ასეთი ჩემს ცხოვრებაში არასდროს განმეორებულა. თვალები დავხუჭე ღრმად ჩავისუთქე, და ისეთი სიმძიმისგან გათავისუფლება ვიგრძენი,მეგონა სამყაროს პრობლემები მოვიშორე ზურგიდან. თვალებს ძალა დავატანე რომ გამეხილა,გავახილე და ჩემს წინ ახალი სამყარო გადაიშალა.მივხვდი რომ შიგნით რაღაც ბურთი გამიჩნდა, ის დიდდებოდა და ისეთივე ძლიერი ხდებოდა,როგორიც თვითონ ეს ტყე იყო, მითრევდა და უცნაური,გაუგებარი მეტაფორებით მელაპარაკებოდა, მე კი ვხვებოდი რომ ეს ბგერები აქამდე არავის სმენია.მეგონა დიდი რაღაცის ნაწილი გავხდი და თავს ვაჯერებდი რომ ისევ ადამიანი ვიყავი და არა ჩიტი,რომელსაც ამ ყველაფრის ზემოდან დანახვა შეეძლო,მაგრამ ფაქტია ვიყავი, ვგრძნობდი იმ თავისუფლებას,რომელსაც ჩიტები გრძნობენ, რომელსაც გაუზრებლად გრძნობენ..არც მე გამიაზრებია ისე მოხდა ყველაფერი. ამ გარემომ ჩამსასნლა, გადამყლაპა და მეც მის ნაწილად მაქცია. ვხედავდი, როგორ იკვეთებოდა ზარსული,აწმყო და მომავალი ერთმანეთთან და ამ სპირალში მეც დროის ნაწილად მაქცევდა. ვგრძნობდი როგორ ვშორდებოდი მიწას და იმდენ უცხო ემოციას ვფლობდი,რომელიც მანამდე არასდროს განმიცდია. არც ადამიანური იყო და არც ცხოველური, არც გარესამყაროს ეკუთვნოდა და არც გალაქტიკას,იქ იმ ტყეში ვიყავით მხოლოდ მე და დედაბუნება,რომელმაც ჩემში ევა გააცოცხლა და ღმერთის უდიდეს ქმნილებად მაქცია.
ამ არარეალური შეგრძნებებიდან ნაცნობმა ხმებმა გამომაფხიზლა,რომლებიც იმ უცხო სახელს ყვიროდნენ,რომელიც აქამდე ჩემი მეგონა. ხელებში ძალა დამიბრუნდა,მუსიკა გავთიშე და პასუხი დავუბრუნე,აქ ვარ მეთქი და იმედი მქონდა დიდი ხანი დასჭირდებოდათ სანამ ჩემამდე მოვიდოდნენ..
მე ვნახე ბირთვისის ციხესიმაგრე და და საღამოს ლუდიც დავლიე უცნობ და ნაცნობ ადამიანებთან ერთად,მბზივარე ცეცხლის ალთან,გიტარის ტკბილი ჰანგების ფონზე და მივხვდი რომ ღირდა ამ მოგზაურობაში წამოსვლა,მაგრამ არაფერი იყო ისეთი სასიამოვნო,შემაშინებელი და არაამქვეყნიური,როგორიც ტყის ლუკმად ქცევა,რომელიც სულ რამდენიმე წამს გაგრძელდა,მაგრამ ჩემთვის სამყაროს შექმნიდან,მის დასრულებამდე გასულ დროს უდრიდა.