1. მოკლედ მოგვიყევით თქვენი კომპანიის შესახებ. როდის დაარსდა კოპმანია “ნორვუდი” და რა იყო მთავარი მიზანი?
“ნორვუდი” ძველი ხის ფინური კოტეჯია. ჩემი წინაპრების სახლი იყო და ყოველთვის განსაკუთრებული დამოკიდებულება მქონდა. ბოლო რამდენიმე წელია აქტიურად ჩავერთე მის გალამაზებაში და თავისუფალ დროს თითქმის სულ აქ ვატარებ. თავდაპირველად ძალიან დიდი მოწონება გამოიწვია სამეგობროში და ჩემს სანაცნობო წრეში, იდეაც მეგობრებს გაუჩნდათ რომ ივენთების ორგანიზება გაგვეკეთებინა, შემდეგ უკვე გამოიკვეთა პერპექტივები ტურიზმის კუთხითაც და გაჩნდა უამრავი იდეა.
ჩემი მთავარი მიზანი “ნორვუდში” ყოველთვის ისაა, რომ შევქმნა ისეთი გარემო, სადაც ბედნიერად და ჰარმონიულად იგრძნობენ ადამიამები თავს.
2. ამ დროის განმავლობაში რა სირთულეებს წააწყდით?
სირთულეები მეორეხარისხოვანია როდესაც იმ საქმეს აკეთებ, რაც ბედნიერებას განიჭებს. ცხოვრებაში ყველა ნაბიჯზე ვხვდებით დაბრკოლებებს, რათქმაუნდა აქაც გამოიკვეთა რამოდენიმე, მაგალითად სოფელში არის წყლის პრობლემა, მიწევს ტონობით წყლის ყიდვა… კიდევ არის ბევრი მსგავსი დაბრკოლება, მაგრამ ვფიქრობ რომ ყველაფერი მოგვარებადია, მთავარია ის საქმე ვიპოვნოთ და ვაკეთოთ, რაც გვიყვარს და გვაბედნიერებს.
3. რა ტიპის მომსახურებას სთავაზობთ სტუმრებს?
თავიდან “ნორვუდს” ვაქირავებდი ივენთების მოსაწყობათ. შემდეგ უკვე დავიწყე ტურისტული ჯგუფების მიღებაც, ტურისტები რომლებიც მოდიოდნენ მარტყოფის მოსანახულებლად, მერე დასვენების, განტვირთვისთვის, წასახემსებლად ჩერდებოდნენ “ნორვუდში”.
4. რა მიმართულებით აგრძელებდით მუშაობას პანდემიის დროს?
პამდემიის გამო რა თქმა უნდა შევწყვიტე ტურისტების მიღება. ამ ეტაპზე სიტუაციის გათვალისწინებით, სახლს ვაქირავებ მხოლოდ მცირე ტიპის ივენთებზე.
5. რა ტიპის ცვლილებები შემოიტანა Covid19 – მა თქვენს საქმიანობაში?
ამ ვირუსის გამო, ბევრი გეგმის განხორციელება ვეღარ მოხერხდა “ნორვუდში” და გადაიდო სამომავლოდ, მაგრამ პერსპექტივები არსებობს და ბევრი კარგი სიახლეც იგეგმება.
6. რას ურჩევთ ადამიანებს, რომლებიც ახლა იწყებენ საკუთარ ბიზნესს ტურიზმის სფეროში?
ვფიქრობ, რომ საქართველოში ყველა კუთხეს დიდი პოტენციალი აქვს ტურიზმის განვითარების კუთხით, ამიტომ ვთვლი მთავარი მონდომებაა და მერე უკვე გზებს და უამრავ პერპექტივასაც აუცილებლად დავინახავთ.
7. მას შემდეგ, რაც მსოფლიო ჩვეული ცხოვრების რიტმს დაუბრუნდება, თქვენი აზრით, რა ახალმა ტენდენციებმა შეიძლება იჩინოს თავი ტურიზმის სფეროში?
ვფიქრობ ამ პერიოდში გაჩნდება უამრავი ახალი და ძალიან საინტერესო იდეა. ცხოვრება ჩვეულ რიტმს რომ დაუბრუნდება ხალხი უკვე დიდი შემართებით შეუდგება ყველა საქმეს. რაც როგორც ტურიზმში, ასევე ყველა დანარჩენ სფეროში ბუნებრივია გამოიწვევს აღმავლობას და პროგრესს.
ავტორი:ვიქტორია გასანიანი