აჭარაში აქტიურად მიმდინარეობს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სარეაბილოტაციო სამუშაოები. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ დაათვალიერა წმ.თეოდორე აჭარელის სახელობის ეკლესიის და პეტრას ციხის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
ფონდი “ქართუს” ფინანსური უზრუნველყოფით წმ.თეოდორე აჭარელის სახელობის ეკლესიის სარეაბილიტაციო სამუშაოები ბათუმში აქტიურად მიმდინარეობს. პროექტის ბიუჯეტი შეადგენს 700 ათას ლარს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ეკლესიის შიდა სამუშაოები და ეზოს მოპირკეთება.
პეტრას ციხის რეაბილიტაცია აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინიციატივით ხორციელდება. პროექტის ბიუჯეტი 2 200 000 ლარია. ციხის ტერიტორიაზე მოეწყო ადაპტირებული ბილიკები, საექსპოზიციო ნაგებობები, ვიზიტორთა ცენტრი და ავტოსადგომი.
სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა. შშმ პირებისთვის ტენდერი 6 ლიფტის მოწყობაზე უკვე გამოცხადდა.