გაიცანით რამაზ ზაქარაძე, საოჯახო მარანი – “ხვთისანას” დამფუძნებელი

  • Home
  • ინტერვიუები
  • გაიცანით რამაზ ზაქარაძე, საოჯახო მარანი – “ხვთისანას” დამფუძნებელი

ინტერვიუში გაეცნობით აჭარის მწერალთა სახლის სამეურნეო ნაწილის უფროსს და მხატვარს რამაზ ზაქარაძეს, რომელმაც დააარსა საოჯახო მარანი “ხვთისანა” და აწარმოებს სუფთა ღვინოს ქართული ვაზის ჯიშებისგან.

     1. მოგვიყევით თქვენს შესახებ.

მე ვარ ზაქარაძე რამაზი, აჭარის მწერალთა სახლის სამეურნეო ნაწილის უფროსი.

     2. რამდენი ხანია რაც მარანი ფუნქციონირებს?

მარანი ხუთი წელია რაც ფუნქციონერებს.

     3. როგორ მოხდა თქვენი ბიზნეს იდეის ჩამოყალიბება?

ბიზნესის თვალით არ ვუყურებდით, ჩვენთვის ჩვენებურად გვქონდა, შემდეგ კი გადავწყვიტეთ საოჯახო მარნის დაარსება.

      4. რა სახის ღვინოს სთავაზობთ სტუმრებს?

სტუმრებს ვთავაზობთ ღვინის ფართო არჩევანს, ესენია: მუსკატი როზე ,მუსკატი, რქაწითელი, საფერავი – მუსკატი, თავკვერი, ქისი, ხიხვი, მუსკატი-მწვანე, რქაწითელი წარაფი, რქაწითელი ბოლნური, ტაოსკარი რომელიც ტაო კლარჯეთიდანაა ჩმოტანილი უძველესი ქართული ჯიში, მაგრამ იქ ჩვენებურები ტაოსკარს ეძახიან, ასევე ხევაჩაურში ვიწყებთ ადგილობრივი აჭარული ჯიშების მოშენებას, მაგალითად: ჭოდი, მტრედისფეხა, ცხენისძუძუ, ბროლა და ასე შემდეგ.

     5. როგორ ფიქრობთ რა არის თქვენი კონკურენტული უპირატესობა?

ჩვენი უპირატესობა ისაა, რომ არ ვხმარობთ არანაირ ფხვნილებს და ქიმიკატებს, არც გოგირდს, მცენარეებით ვაღწევთ ამ ყველაფერს,რომელიც ოჯახის საიდუმლოებაა.

     6. როგორი გავლენა იქონია პანდემიამ თქვენს ბიზნესზე?

პანდემიამ იმოქმედა, როგორც ყველაზე ისე ნაწილობრივ ჩვენზეც. იტალიაში, კერძოდ რომში, იგზავნება ჩვენი ღვინო თვეში ათი-თხუთმეტი ყუთის ოდენობით.

     7. რას ურჩევდით იმ ადამიანებს, ვისაც აქვთ მსგავსი იდეა, თუმცა თავს იკავებენ მის განსახორციელებლად?

ყველას ვურჩევთ რაც დასახული აქვთ ბოლომდე მიყვნენ, შედეგი ყოველთვისაა.

 

 ავტორი: მარიამ გილაური

Tags: