ესპანეთის ელჩები შეუერთდებიან მოწოდებას, ტურიზმის კოლაბორაციულ აღდგენასთან დაკავშირებით

  • Home
  • მთავარი
  • ესპანეთის ელჩები შეუერთდებიან მოწოდებას, ტურიზმის კოლაბორაციულ აღდგენასთან დაკავშირებით

ესპანეთში, მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან მაღალი დონის შეხვედრაზე ევროპიდან ელჩები შეიკრიბნენ. გენერალურ მდივანთან ზურაბ პოლოლიკაშვილთან ვირტუალურ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ტურიზმის დროულ და საპასუხისმგებლო განახლებას მთელს კონტინენტზე.

ელჩები ასრულებენ ხიდის როლს ესპანეთში გაერთიანებული ერების სპეციალიზირებული სააგენტოს სამდივნოსა და მათ მშობლიურ ქვეყნებს შორის. ზურაბ პოლოლიკაშვილმა, რომელიც თავად გახლდათ საქართველოს ელჩი ესპანეთში მანამ, სანამ მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი გახდებოდა, ხაზი გაუსვა მნიშვნელოვან როლს, რომელიც დიპლომატებმა მოგზაურობის შეზღუდვების მოხსნისა და საერთაშორისო ტურიზმისადმი ნდობის აღდგენის მცდელობაში უნდა ითამაშონ.

შეხვედრაზე, ერთ-ერთი ყველაზე მთავარ თემას წარმოადგენდა ტურიზმის პოტენციალი, რომელიც დაეხმარება სოფლად მცხოვრებ თემებს COVID – 19 პანდემიის სოციალური და ეკონომიკური ზემოქმედებისგან აღსადგენად, ასევე მსოფლიო ტურიზმის დღე 2020 – ის თემა იყო სოფლად განვითარების ტურიზმიც, რომელზეც მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია (UNWTO) აქცენტს აკეთებს. ელჩები ასევე ინფორმირებულები იყვნენ მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის წამყვანი როლის შესახებ ტურიზმის განახლების ხელმძღვანელობასთან და მათ შორის დაგეგმილი, ტურისტების დაცვის საერთაშორისო კოდექსის შექმნასთან დაკავშირებით.

შეხვედრა ითვალისწინებდა UNWTO – ს ევროპის წევრი 36 ქვეყნის წარმომადგენელთა მონაწილეობას. გარდა ამისა, შეხვედრას შეუერთდა ევროპის კიდევ სამი ქვეყანა, რომელიც არ არის მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის წევრი, რაც ასახავს საერთო ეკონომიკური აღდგენისთვის ტურიზმის მნიშნელობას.

“ძლიერი დიპლომატიური ურთიერთობები მისცემს ტურისტებს უსაფრთხო და შეუფერხებელი მოგზაურობის საშუალებას, რაც იძლევა გარანტიას, რომ ჩვენი სექტორი და ბევრი უპირატესობა, რომელსაც ის გვთავაზობს ძალიან მალე დაბრუნდება”, – თქვა ზურაბ პოლოლიკაშვილმა და ასევე ხაზი გაუსვა წევრ სახელმწიფოებთან მჭიდრო ურთიერთობების შენარჩუნების მნიშვნელობას.

სულ 34 დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელმა მიიღო მონაწილეობა ვირტუალურ, მაღალი დონის შეხვედრაში ავსტრიის, ხორვატიის, ჩეხეთის რესპუბლიკის, ყირგიზეთის რესპუბლიკის, მოლდოვის რესპუბლიკის, რუსეთის ფედერაციის და უზბეკეთის ინტერვენციებით.

 

წყარო: World Tourism Organization

ავტორი: სალომე კავაზაშვილი

Tags: