ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ლონდონის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე

  • Home
  • მთავარი
  • ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ლონდონის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე

საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში WTM Virtual 2020, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია იღებს მონაწილეობას.

დიდ ბრიტანეთში, კერძოდ ლონდონში, მიმდინარე ონლაინ გამოფენა დაიწყო 9 ნოემბერს და 11 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდა. მსოფლიოში შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, წელს გამოფენა პირველად ჩატარდა ვირტუალურ სივრცეში.

საქართველოს გარდა, WTM Virtual 2020 – ში, 3500 – მდე კომპანია და სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობს.

ყველა რეგისტრირებულ კომპანიას და ქვეყნის წარმომადგენელს გამოფენის ფარგლებში აქვს ვირტუალური გვერდი, სადაც საერთაშორისო „ბაიერებთან“, მედიის წარმომადგენლებთან, სარეკლამო კომანიებსა და სხვა დაინტერესებულ პირებთან ტარდება ონლაინ შეხვედრები.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლები ვირტუალური გამოფენის ფარგლებში, მართავენ ონლაინ შეხვედრებს სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლებთან. გამოფენის ფარგლებში გამართული კონფერენციების, ფორუმებისა და სესიების ძირითად თემას წარმოადგენს ტურიზმის ინდუსტრიის წინაშე მდგარი პრობლემები, კრიზის დაძლევა და პოსტკოვიდურ პერიოდში სამოქმედო გეგმების შემუშავება.

გამოფენის მთავარი ამოცანაა, ტურისტულ ინდუსტრიას აღდგენასა და ფორმირებაში დაეხმაროს, ამ მიზნით WTM Virtual 2020 – ის გამოფენა ბიზნეს კავშირების აღდგენასა და ახალი ურთიერთობების დამყარებაზეა ორიენტირებული.

 

წყარო: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია

Tags: