აღმოაჩინეთ ახალი სიტყვა ტურიზმში – “Melaanian Vintage – Guest House” და მისი დამფუძნებელი თეონა თაბორიძე

  • Home
  • ინტერვიუები
  • აღმოაჩინეთ ახალი სიტყვა ტურიზმში – “Melaanian Vintage – Guest House” და მისი დამფუძნებელი თეონა თაბორიძე

ჩვენთან სტუმრობა ნიშნავს ბავშობაში დაბრუნებას, ბებიის თბილ ეზოში, ფოთლების შრიალით სეირნობას და დილის სოფლის თბილი და სულ სხვანაირი არომატებით დაწყებას - თეონა თაბორიძე

სტატიაში თქვენ გაიცნობთ საოცარ გოგოს კახეთიდან, რომელიც თავის სოფელში ტურიზმის განვითარებისთვის იბრძვის. იგი არ უშინდება დაბრკოლობებს და დასახულ მიზნისთვის მუდმივად შრომობს. მისმა ამ მონდომებამ შედეგი გამოიღო და სულ მალე კახეთში, სოფელ მელაანში გაიხსნება არაჩვეულებრივი საოჯახო სასტუმრო – “Melaanian Vintage – Guest House“, რომელსაც საოცარი მასპინძელი ეყოლება თეონას სახით.

  1. მოგესალმებით, მოგვიყევით ვინ დგას “Melaanian Vintage – Guest House”-ის უკან რამდენიმე სიტყვით და საიდან გაჩნდა იდეა?

მოგესალმებით მე ვარ თეონა თაბორიძე სოფელ მელაანიდან, სოფლიდან რომელიც ჩემი საყვარელი საქმიანობის, პროფესიისა და ფაქტიურად შეგნებული ცხოვრების მთავარ ინსპირაციად იქცა. სულ ვამბობ და მჯერა, რომ შემთხვევით არასდროს არაფერი ხდება “Melaanian Vintage”-ის ისტორიაც არაა შემთხვევითოობა. ის, რომ ჩემს სოფელში ოდესმე აუცილებლად უნდა ყოფილიყო რაიმე ტურისტული მიზიდულობა იდეაში სულ მქონდა, ასევე ეს პატარა სავანეც სულ იყო ჩემს გულში. მაშინ, როცა ძალიან პატარა ვიყავი, მელაანის მთავარი ტაძრისკენ მიმავალ გზას ფეხით შევუდგებოდი, ბოლო აღრმართს სანამ გულისფრიალით ავივლიდი ვჩერდებოდი სოფლის ბოლო, პატარა ზღაპრიდან გადმოსულ სახლთან, სულ რომ გიზიდავს და გეძახის თავისი იდუმალებით და სიმყუდროვით. გადის წლები  და ეს უწყვეტი მიზიდულობაც ამ ადგილისადმი ჩემთან ერთად იზრდება და ბოლოს სურვილი და ოცნება, რომ მელაანი აუცილებლად იქნება ახალი, სრულიად განსხვავებული ტურისტული მიზიდულობის ადგილი და ჩემი ბავშვობის ოცნების ნავსაყუდელი ერთ წერტილში იკვეთება და იბადება “Melaanian Vintage-Guest House”.

      2. რატო აარჩიეთ ეს სახელი და რას უკავშირდება?

როცა სახელზე დავიწყე ფიქრი დიდი დრო არ დამიხარჯას რადგან ვიცოდი, ყველაფერი დაკავშირებული უნდა ყოფილიყო მელაანთან, იმიტომ რომ ეს არის სოფელი რომელსაც ვფიქრობ ძალიან ბევრი ადამიანი უნდა იცნობდეს. რაც შეეხება ვინტაჟს აქაც ორი იდეა იკითხება პირველი ის, რომ კახეთია და ღვინოსთან, ვენახთან და რთველთან კავშირს ნიშნავს და მეორე ჩვენი სასტუმროს მთავარ კონცეფციას გამოხატავს ვინტაჟურ სტილს, სადაც თოთოეული დეტალი, ნივთი, ყვება განსაკუთრებულ ამბავს და საბოლოოდ ქმნის შენიან, მყუდრო გარემოს. ჩვენთან სტუმრობა ნიშნავს ბავშობაში დაბრუნებას, ბებიის თბილ ეზოში, ფოთლების შრიალით სეირნობას და დილის სოფლის თბილი და სულ სხვანაირი არომატებით დაწყებას.

      3. ვინ იქნებიან თქვენი დამსვენებლები და რა სერვისებს შესთავაზებთ?

“Melaanian Vintage – Guest House” არ არის მხოლოდ ღამისთევის შესაძებლობა. ჩვენთან სტუმრობა ნიშნავს მოგზაურობას სამყაროში, სადაც ყველაფერს განსაკუთრებული სხვანაირი ფერი, არომატი, გემო და სილამაზე აქვს. ჩვენს სტუმრებს დავახვედრებთ და დავაგემონებინებთ იმ უძველეს კერძებს, რომლებიც მხოლოდ მელაანისთვის და კახეთისთვის იყო დამახასიათებელი და ფაქტიურად მივიწყების პირასაა: ჭინჭრის ხინკალი, თონის ხაჭაპური, ნაზუქები და ჭადი, ლობიოში ჩახარშული პური, შინდის მწნილი და ჩვენებური კენკრისგან დამზადებული ჩაროზები. რადგან ჩვენი მთავარი ამოცანაა ყველაფერი ეკო ხაზს მიუყვებოდეს ყველა დეტალში იგრძნობთ, რომ ნამდვილად ეკო გარემოში მოხვდით, ამ განცდებს კი გაამყარეს საუზმეზე მორთმეული ჩვენებური ბალახეულის ნაირფერი ჩაები: ბარამბო, პიტნა, ასკილის კოკრები, ჟასმინი და კუნელის ყვავილი. ასევე, რადგან სასტუმროს მდებარეობა, სოფლის  მდიდარი ბუნებრივი და კულტურული გარემო გვაძლევს საშულებას ჩვენი სტუმრების დამატებით შთაბეჭდილებებზე ვიზრუნოთ, შევთავაზებთ საფეხმავლო-საცხენოსნო ტურებს სოფლის ირგვლივ, სადაც აღმოაჩენენ როგორც უძველეს კულტურულ ძეგლებს ასევე ბუნების საოცრებებს, ულამაზეს ლაკბის ხეობას მდიდარს ტბებით, ვულკანური ტალახებითა და ბეევრი საოცარი სანახაობით.

       4. როგორ ფიქრობთ, რომელი პერიოდია საუკეთოს ვიზიტისთვის და რატომ?

მელაანი დედაქალაქიდან 90 კმ ის დაშორებით მთაზე შეფენილი პატარა სოფელია, რომელიც წარმოადგენს საქართველოს ყველაზე ცხელ რეგიონს – კახეთს. თუმცა სოფლის უნიკალურობა სწორედ ამაში მდგეომარეობს, მელაანში აღმოაჩენთ აბსოლიტურად განსხვავებულ უცნობ კახეთს გრილი ზაფხულით და ნამდვილი თეთრი, ფუმფულა თოვლიანი ზამთრით. ამ გარემოებების და სოფლის ზოგადი კომუნიკაციების გათვალისწინებით ჩვენთან ვიზიტი წელიწადის ნებისმიერ დროსაა შესაძებელი და ამავდროულად მიმზიდველი, რადგან წელიწადის ყველა დრო განსაკუთრებულად ლამაზი და მიმზიდველია ჩვენი აივნიდან. რა სჯობს ასკილის კოკრების არომატული ჩაით ხელში ლამაზად ჩამოდიდქული მთების ცქერას.

       5. რა განსაკუთრებულ სერვისებს პირდება სასტუმრო და ადგილმდებარეობა დამსვენებელს? 

“Melaanian Vintage” არის ადგილი, სადაც შეგიძლიათ დარჩეთ, ისაიმოვნოთ როგორც სასტუმროს განსაკუთრებული გარემოთი ასევე დააგემოვნოთ უნიკალური ბუნებრივი ჩაების კომპიზიციები, უცხო თითქმის დავიწყებას მიცემული კახური სამზარეუო და რაც მთავარია ყველაფერი არის ნატურალური, სოფლის, ჩვენი ოჯახის მიერ მოწეული. გარდა ამ ყვლაფრისა ბოლომდე რომ შეიგრძნოთ მელაანის ხიბლი აუცილებლად უნდა გამოგყვეთ საფეხმავლო, სათავგადასავლო და კულტურულ ტურებზე, სადაც ბუნების საოცრებებეთან ერთად აღმოაჩენთ დროთა კავშირს საუკუნეების წინანდელ არქეოლოგიურ თუ მატერიალურ საგანძურს.

აქვე გაგიმხელთ გვაქვს ძალიან კარგი სიახლე, “ასკილის კოკრების ჩაი” აღმოჩნდა მიგნება და ახალი სიტყვა ჩაის სამყაროში, მომხმარებლის განსაკუთრებული მოწონება და ინტერესი გამოიწვია ამიტომ ავასრულეთ ჩვენი გულშემატკივრების სურვილი და უკვე შესაძლებელია ჩვენი არომატული ჩაების შეძენა და ზამთრის ცივი საღამოების თქვენთვის და თქვენი საყვარელი ადამიანებისთის გათბობა და გალამაზება. 

    6. ბოლოს მაინტერესებს, როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი სასტუმრო 5 წლის შემდეგ და რაიმეს დამატებას თუ ფიქრობთ? 

“Melaanian Vintage” ჩანაფიქრშივე ბევრად დიდ მიზნებს ითვალისწინებდა ვიდრე მხოლო ერთი ოჯახის საქმე. ამიტომ 5 წლის შემდეგ  აუცილებლად იქნება ჩვენს სასტუმროსთან არსებული პატარა სოციალური საწარმო – “მელაანური” ადგილობრივების, ქალების სოციალური და ეკონომიკური გაძლიერების მიზნით, რომლის მთავარი საქმიანობა იქნება ჩვენს წიაღში არსებული ბუნებრივი რესურსების, უნიკაური ჩაის და ჩაროზების პროდუქტად გარდაქმნა და რეალიზება.

 

ავტორი: მზიკო მამულაშვილი

Tags: