მსოფლიოს ყველაზე საშიში აეროპორტები

  • Home
  • ავიაცია
  • მსოფლიოს ყველაზე საშიში აეროპორტები

კაცობრიობა არ არის გულგრილი თვითმფრინავების მიმართ. ვიღაცას გულწრფელად უყვარს ფრენა, ვიღაც ამას მხოლოდ აუცილებლობის გამო აკეთებს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, საჰაერო გზით მოგზაურობა ასოცირდება ადრენალინთან – სასიამოვნოა თუ არა. მსოფლიოში მრავალი აეროპორტია, რომელთაგან ზოგი უკიდურესად არაჩვეულებრივია, სადაც დაჯდომა ან აფრენა უამრავ ემოციას მოგანიჭებთ. 

სტატიაში გაეცნობით საშიში აეროპორტები სიაში შესულ რამდენიმე აეროპორტს:

  • მადეირას აეროპორტი, პორტუგალია

პორტუგალიის მაღალმთიან კუნძულ მადეირაზე, პრაქტიკულად არ არსებობდა შესაფერისი მიწა აეროპორტის მშენებლობისთვის. აეროპორტის გაფართოება და ასაფრენი ბილიკის გახანგრძლივება აიძულა 1990-იანი წლების ბოლოს მზარდმა ტურისტულმა ნაკადმა. ინჟინრებს სხვა გზა არ ჰქონდათ და ამიტომ გადაწყვიტეს ახალი მონაკვეთის განთავსება სპეციალურად აშენებულ აეროდრომზე.

მიზანი მიღწეული იქნა, ასაფრენი ბილიკი თითქმის ორჯერ გაიზარდა, რამაც აეროპორტს საშუალება მისცა შორ მანძილზე მყოფი თვითმფრინავებიც კი მიეღო. მაგრამ მათი პილოტების ვერ შეგშურდებათ: ერთი მხრიდან – მთის წვერი, მეორე მხრიდან – ოკეანე, და ამასთანავე აფრენის/დაჯდომის საჭიროება ბაქნიდან. ტექნოლოგიურად, გამოსავალი მოიძებნა, მაგრამ სწორედ ამან უზრუნველყო ობიექტის მოხვედრა მსოფლიოს ყველაზე საშიში აეროპორტების სიებში.

  • კრანებიტენის საერთაშორისო აეროპორტი, ინსბრუკი, ავსტრია

ტიროლის უდიდეს აეროპორტში ყოველწლიურადალპებში სათხილამუროდ ათობით ათასი მოთხილამურე ჩამოდის.მათი თავგადასავალი ფრენის დროს იწყება, რადგან კრანებიტენი ცნობილია თავისი რთული (მფრინავებისთვის), მაგრამ მეტად თვალწარმტაცი (მგზავრებისთვის) დაჯდომით.

აეროპორტი მდებარეობს ხეობაში და გარშემორტყმულია მაღალი მთებით. თვითმფრინავი იძულებულია ამ მთებს შემოუაროს და თანდათან შეამციროს სიმაღლე და სიჩქარე. ბილიკზე მიახლოების დროს, უშუალოდ დაჯდომამდე, თვითმფრინავი ასრულებს 180 გრადუსიან ბრუნს. ხშირად მფრინავებს უწევთ ძლიერ ალპურ ქარებთან ბრძოლა.

  • პაროს აეროპორტი, ბუტანი

ფოტოებზე ეგზოტიკური ბუტანის ერთადერთი საერთაშორისო აეროპორტი საშიშს არ ჰგავს. მასთან მისასვლელად, ეკიპაჟი იძულებულია გაიაროს ჰიმალაის მთები, ისე თითქოს თვითმფრინავი ფრთებით ეხება. ეს ყოველივე მგზავრებში უამრავ ემოციას იწვევს.

აქ დაშვება და აფრენა შესაძლებელია მხოლოდ დღის სინათლის საათებში, ხოლო პლანეტაზე მხოლოდ მფრინავების შეზღუდულ რაოდენობას (სხვადასხვა წყაროს მიხედვით, 8 – დან 25 – მდე) აქვთ საჭირო ლიცენზია. მთის ხეობებში სწრაფი მანევრების ჩატარების შესაძლებლობა ყველას არ აქვს.

  • კურშეველის აეროპორტი, საფრანგეთი

იგი იძულებით აშენდა მთის პირას (18 გრადუსიანი ფერდობზე). ასაფრენი ბილიკის სიგრძე (537 მეტრი) მხოლოდ მცირე ზომის თვითმფრინავების დაშვების საშუალებას იძლევა.ასაფრენი ბილიკი პირდაპირ მთებს ერწყმის. თვითმფრინავით მოგზაურობა კურშეველის სათხილამურო ტრასებზე სასიამოვნო თავგადასავალია.

  • პრინცესა ჯულიანას აეროპორტი, სინტ-მარტენი, ნიდერლანდები

მაჰოს სანაპიროზე, ტურისტები არამარტო ზღვაზე დასასვენებლად, არამედ 10-20 მეტრის სიმაღლეზე გადამფრენი თვითმფრინავების დასანახად ჩადიან. მისი ასაფრენი ბილიკი მდებარეობს კარიბის ზღვასა და მაჰოს სანაპიროსთან. გამგზავრებისას და ჩამოსვლისას საჰაერო ხომალდის რეაქტიულმა აფეთქებამ (რეაქტიული აფეთქება არის საჰაერო ხომალდის რეაქტიული ძრავების მიერ წარმოებული ჰაერის სწრაფი მოძრაობის ფენომენი) შეიძლება გამოიწვიოს ძლიერი ფიზიკური ზიანი, რასაც შედეგად მოჰყვეს  სხეულებრივი დაზიანება ან /და სიკვდილი.

  • ხუანჩო ირაუსკინის აეროპორტი, საბა, ნიდერლანდები

სინტ-მაარტენიდან შორს მდებარეობს საბა, კარიბის ზღვის კუნძულების კიდევ ერთი კუნძული, რომელიც ნიდერლანდებს ეკუთვნის. მას ასევე აქვს საკუთარი აეროპორტი, რაც ასევე არაჩვეულებრივია, რადგან იგი აღჭურვილია მსოფლიოში ერთ-ერთი უმოკლესი ასაფრენი ბილიკით. მისი სიგრძე მხოლოდ 396 მეტრია. ყოველდღე WinAir დაფრინავს აქ მეზობელი კუნძულებიდან DHC-6 Twin Otter და Britten-Norman Islander თვითმფრინავებით.

 

ავტორი: მარიამ სვანიძე

Tags: