“Lonely Planet”-ის გზამკვლევი ქართული ღვინის შესახებ

  • Home
  • მთავარი
  • “Lonely Planet”-ის გზამკვლევი ქართული ღვინის შესახებ

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით გავლენიანმა გამოცემამ “Lonely Planet” ტურისტული გზამკვლევის მნიშვნელოვანი ნაწილი ქართულ ღვინოს დაუთმო. გზამკვლევში “Wine Trails: Europe” ესპანურ, პორტუგალიურ და სხვა ქვეყნების ღვინოსთან ერთად დეტალურად მოთხრობილია ქართული ღვინის შესახებ. გზამკვლევის მომზადებამდე “Lonely Planet”-ის ჟურნალისტმა ბენჯამინ კემპერმა საქართველოში, კახეთის მხარეში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრეს-ტურის ფარგლებში იმოგზაურა და შეგროვებული ინფორმაცია “Lonely Planet”-ის გზამკვლევში გამოაქვეყნა. პარალელურად ჟურნალისტი სხვადასხვა მაღალრეიტინგული საერთაშორისო გამოცემისთვის საქართველოს შესახებ რამდენიმე სტატიას ამზადებს. “Lonely Planet”-ის გზამკვლევი მკითხველს ქართული ღვინის 8 ათასწლოვანი ტრადიციის, ღვინის მომზადების წესების, ქვევრის და კახეთის მარნების შესახებ მოუთხრობს. გზამკვლევში დეტალური ინფორმაციაა განთავსებული კახეთში მდებარე მარნებისა და კვების ობიექტების შესახებ.

 

წყარო: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია

Tags: