მიმდინარეობს ნარეკვავის კიბისა და ღართიკარის სკვერის რეაბილიტაცია

  • Home
  • მთავარი
  • მიმდინარეობს ნარეკვავის კიბისა და ღართიკარის სკვერის რეაბილიტაცია

ქალაქ მცხეთაში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. მას მონიტორინგს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური უწევს. აღნიშნული სამსახურის უფროსმა თეიმურაზ ჯერვალიძემ და უფროსმა სპეციალისტმა თეიმურაზ ბენიაშვილმა ნარეკვავისა და  ღართიკარის დასახლებებში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს.

ნარეკვავის დასახლების კიბის აღდგენა-რეაბილიტაცია ფინანსდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით. სამუშაოების ფარგლებში სავალი კიბის აღდგენა, მოაჯირების მონტაჟი და გზის ბეტონით მოპირკეთება მიმდინარეობს. მას მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს “ანბა” ახორციელებს.

მცხეთაში, ღართიკარის დასახლებაში არსებული სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოებიც აქტიურ ფაზაშია. პროექტით გათვალისწინებულია საბავშვო გასართობი კუთხის მოწყობა. სკვერში დამონტაჟდება კომფორტული მოსასვენებელი სკამები, შემოისაზღვრება რკინის კონსტრუქციით, დაიგება დეკორატიული ფილები და გამწვანდება სხვადასხვა ნარგავებით.

სამშენებლო სამუშაოები ფინანსდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებით, რომელსაც მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს “ანბა” ახორციელებს 34 989 ლარის სახელშეკრულებო თანხით.

 

წყარო: მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია

Tags: