მარტვილში აგრო–ბაზრის მშენებლობა მიმდინარეობს

  • Home
  • მთავარი
  • მარტვილში აგრო–ბაზრის მშენებლობა მიმდინარეობს

მარტვილის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს აგრარული ბაზრის მშენებლობა.

პროექტის ფარგლებში შენდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სავაჭრო პავილიონი, სადაც დასაქმდება ადგილობრივი მოსახლეობა.

აგრო-ბაზრის მოწყობისთვის 118 459 ლარი გამოიყო. პროექტი ადგილობრივი მუნიციპალიტეტის და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დაფინანსებით ხორციელდება. სამშენებლო სამუშაოებს ი.მ სოსო გოგია ასრულებს.

პროექტი გარე მოვაჭრეებთან კონსულტაციით და მათი ინტერესების გათვალისწინებით ხორციელდება.

 

წყარო: მარტვილის მუნიციპალიტეტის მერია

Tags: