საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მარტვილის მუნიციპალიტეტისთვის 990 000 ლარი გამოიყო, რომელიც მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით ადმინისტრაციულ ერთეულებზე გადანაწილდა. მუნიციპალიტეტში შემავალ 74 სოფელში ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად იხრეშება გზები, წესრიგდება სანიაღვრე არხები, ცხაურები, ეწყობა გარე განათება, ხიდ-ბოგირები, ტრანსპორტის მოსაცდელები და სხვ.
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ტალერის ადმინისტრაციული ერთეულისთვის 54 000 ლარი გამოიყო. გაიმართა საკონსულტაციო კრებები სოფლის მოსხლეობასთან და გამოვლინდა პრიორიტეტული პროექტები, კერძოდ:
- პატარა ოჩე – გასართობი ცენტრის და სანიაღვრე არხის მოწყობა;
- ტალერი – საწრეტი არხის მოწყობა რკინა-ბეტონით;
- ნობულევი – სასაფლაომდე მისასვლელი გზის მოწესრიგება და წყლის მილების შეძენა;
- ეწერი – ოთხი ცხაურის, ხიდ-ბოგირის და წისქვილის მოწყობა.
ამ ეტაპზე ტალერის ადმინისტრაციულ ერთეულში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ გათვალისწინებული ყველა ინფრასტრუქტურული სამუშაო დასრულებულია.