მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ტურიზმის საერთაშორისო პროფესიული კოლეჯი ამოქმედდება

  • Home
  • მთავარი
  • მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ტურიზმის საერთაშორისო პროფესიული კოლეჯი ამოქმედდება

განათლების სამინისტრო ტურიზმის პროფესიული კოლეჯის კონცეფციაზე მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციასთან და სათავგადასავლო ტურიზმის სკოლასთან ერთად, მიმდინარე წლის დასაწყისიდან მუშაობს, ქალაქ დუშეთში მომავალი წლიდან იგეგმება ტურიზმის საერთაშორისო კოლეჯის განვითარება, ამავდროულად მიმდინარეობს მოლაპარაკებები გერმანულ მხარესთან პარტნიორულ თანამშრომლობასთან დაკავშირებით, კოლეჯის საპროექტო სამუშაობს სამინისტროს სამეცნიერო და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ასრულებს. ადგილი, სადაც კოლეჯი აშენდება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ თამარ ქიტიაშვილმა ადგილობრივ თვითმმართველობისა და სათავგადასავლო ტურიზმის სკოლის წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა.

თამარ ქიტიაშვილის განცხადებით, საქართველოში ტურიზმის მიმართულების თანამედროვე სტანდარტების საგანმანათლებლო დაწესებულების ამოქმედება, რომელიც საუკეთესო ევროპულ სკოლებთან ერთად ერთობლივ პროგრამებს დანერგავს, არის დიდი მოვლენა, როგორც რეგიონისთვის, ისე ქვეყნისთვის, ვინაიდან ამ მასშტაბის პროფესიული კოლეჯი ერთეულია არა მარტო რეგიონში, არამედ აღმოსავლეთ ევროპაშიც.

 

წყარო: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

Tags: