უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით და ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, საქართველოში თეატრების და კინოთეატრების გახსნის ვადა, რომელიც განისაზღვრებოდა პირველი ნოემბრით, გადაიდო გარკვეული პერიოდით.
ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეგულაციების გათვალისწინებით, ამ ეტაპზე კულტურული ღონისძიებების ჩატარება ღია სივრცეში დაშვებულია 200-მდე ადამიანის მონაწილეობით, გახსნილია მუზეუმები და მუზეუმ-ნაკრძალები, დაშვებულია ფილმწარმოება და დახურულ სივრცეში რეპეტიციების ჩატარება. სხვა სახის კულტურული ღონისძიებების მოწყობა კი მხოლოდ დისტანციური ფორმით არის შესაძლებელი.
თეატრებისა და კინოთეატრების სრულყოფილად ამოქმედების თარიღი, ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით განისაზღვრება.
წყარო: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო