გაიცანით – “ჰორეკა მენეჯმენტ გრუპი”

“მეტი გამბედაობა, მეტი ცნობისმოყვარეობა და მიმღებლობა სიახლეებისადმი.” კომპანიის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი: გიორგი პაპიაშვილი

       1. მოკლედ მოგვიყევით HORECA Management Group-ის შესახებ. როდის დაარსდა კოპმანია და რა იყო დაარსების მთავარი მიზანი?

ჩვენი კომპანია, ჰორეკა მენეჯმენტ გრუპი, დაარსდა 2014 წელს. მთავარი იდეა და მოტივაცია იყო ხარისხიანი პროდუქტის შექმნა და მომსახურების გაუმჯობესება ტურიზმის სფეროში. მოგეხსენებათ, საქართველო ყოველთვის იყო ტურისტულად საინტერესო ზონა, თუმცა 7 წლის წინ ვხედავდით უფრო მეტად პოტენციალს. ჩვენი მიზანიც სწორედ ამ პოტენციალის მაქსიმალურად და სწორად გამოყენება იყო. 

         2. ამ დროის განმავლობაში რა სირთულეებს წააწყდით?

7 წლის განმავლობაში ვიყენებდით ჩვენს არსებულ ცოდნას და გამოცდილებას, ვაფართოებდით ჩვენს თვალთახედვას, ვსწავლობდით უფრო მეტს და შესრულებული პროექტების სიის ზრდასთან ერთად ფართოვდებოდა როგორც კომპანიის მასშტაბები, ასევე ჩვენი სერვისებბის ჩამონათვალიც.  არაერთ სირთულეს წავაწყდით ამ დროის განმავლობაში, თუმცა ყველაზე დიდი პრობლემა სტუმარ-მასპინძლობის სფეროსთვის ალბათ მაინც კვალიფიციური კადრის ნაკლებობა რჩება. საწყის ეტაპზე სფეროც მეტად ახალი იყო ქართული ბაზრისთვის, დღესდღეობით კი მოთხოვნა ბევრად დიდია ვიდრე უშუალოდ პერსონალი. კომპანიის მიზანი უბრალოდ სასტუმროს გახსნა არასდროს ყოფილა, ჩვენ ფოკუსირებულები ვართ ადგილობრივი საზოგადოების განვითარების ხელშეწყობაზე. ყოველთვის ვცდილობთ იქნება ეს კახეთი, აჭარა, მცხეთა-მთიანეთი თუ ნებისმიერი სხვა რეგიონი, რომ მაქიმალურად დავასაქმოთ ადგილობრივი მოსახლეობა და ხელი შევუწყოთ როგორც მათ პირად ასევე უშუალოდ რეგიონის განვითარებას. 

       3. რა ტიპის მომსახურებას სთავაზობთ სტუმრებს?

ჩვენი კომპანია დღეისათვის საკმაოდ კომპლექსურადაა ჩართული თითოეულ პროექტში. ჩვენი გუნდი მართავს სასტუმრო პროექტის ყველა ნაბიჯს, კლიენტებს ვთავაზობთ პრაქტიკულად სრულ მომსახურებას, არქიტექტურული პროექტის შექმნიდან სტუმრების მიღება-განთავსებამდე, სამზარეულოს დაპროექტებიდან სრულფასოვანი მენიუს შედგენამდე, საჭირო ინვენტარის სრული სიის შედგენიდან მათ უშუალო მიწოდებამდე, 3-5 წლიანი ბიზნეს გეგმის მომზადებიდან თანამშროლების დაკომპლექტება-დატრენინგებამდე. 

მარტივად რომ ვთქვათ, კლიენტისგან საჭიროა მხოლოდ სურვილი, რომ სასტუმრო გავხსნათ.

      4. რა მიმართულებით აგრძელებდით მუშაობას პანდემიის დროს?

სიმართლე რომ ვთქათ, ბოლო 8 თვის განმავლობაში ჩვენი საქმიანობის სახე დიდად არ შეცვლილა. მუშაობას ვაგრძელებდით არსებულ პროექტებზე, უბრალოდ ვისწავლეთ საქმიანობის მორგება დღევანდელ რეგულაციებთან. რაც შეეხება უშუალო კარანტინის პერიოდს, მეტად ფოკუსირებულები ვიყავით თეორიულ საკითხებზე, დრო გვქონდა უფრო მყარი ურთიერთობების ჩამოსაყალიბებლად კლიენტებთან და უცხოელ პარტნიორებთან. განვავითარეთ კომპანია სასტუმრო ინვენტარის მიწოდების კუთხით, დღესდღეობით შეგვიძლია კლიენტი ვუზრუნველყოთ ნებისმიერი საჭირო ინვენტარით. 

     5. რა ტიპის ცვლილებები შემოიტანა Covid19 – მა თქვენს საქმიანობაში?

კორონა ვირუსთან ცხოვრებას ყველანი დღემდე ვსწავლობთ, ნებისმიერ ჩვენგანს უწევს ცვლილებებთან შეგუება. რა თქმა უნდა, COVID-19მა გაართულა ბიზნესის წარმოება, მცირედით მაგრამ მაინც გაზარდა ხარჯები, თუმცა, დადებითი კუთხით თუ შევხედავთ, ვირუსთან ერთად მეტ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ. მეტ სიფრთხილეს ვიჩენთ, ადამიანები, ჩვენი კლიენტები თუ სასტუმროს სტუმრები და მათი ჯანმრთელობა ჩვენთვის პრიორიტეტული გახდა. დღეს ჩვენ მეტი პასუხისმგებლობით ვეკიდებით გარკვეულ საკითხებს და გულწრფელად ვზრუნავთ და გვადარდებს სხვების ჯანმრთელობა.

     6. რას ურჩევთ ადამიანებს, რომლებიც ახლა იწყებენ ბიზნესს ტურიზმის სფეროში?

მეტი გამბედაობა, მეტი ცნობისმოყვარეობა და მიმღებლობა სიახლეებისადმი.

      7. მას შემდეგ რაც მსოფლიო ჩვეული ცხოვრების რიტმს დაუბრუნდება, თქვენი აზრით, რა ახალმა ტენდენციებმა შეიძლება იჩინოს თავი ტურიზმის სფეროში?

პანდემიამ ბევრი ცვლილებისაკენ გვიბიძგა, სახე უცვალა ბიზნესის განვითარებას, გვაიძულა გამოგვეყენებინა შესაძლებლობები, რომლებიც რეალურად დიდი ხანია არსებობდა. ველოდებით, რომ ე.წ. დისტანციური სამუშაო ადგილების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება. მეტი სიხშირით მოგვიწევს გასაუბრებების თუ მნიშვნელოვანი შეხვედრების ონლაინ რეჟიმში წარმართვა. და მეტ ყურადრბას მივაქცევთ, როგორც ჩვენ ისევე გარშემომყოფების ჯანმრთელობას.

ავტორი:ვიქტორია გასანიანი

Tags: