ბრეძას წმინდა მარინეს სახელობის ეკლესიის რეაბილიტაცია

  • Home
  • კულტურა
  • ბრეძას წმინდა მარინეს სახელობის ეკლესიის რეაბილიტაცია

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ნებართვითა და ფონდი “ქართუ”-ს დაფინანსებით 2020 წლის ივლისი-აგვისტოს თვეებში ქარელის მუნიციპალიტეტის, სოფელ ბრეძაში განხორციელდა წმინდა მარინეს სახელობის ეკლესიის რეაბილიტაციასთან დაკავშირებული სამუშაოები.

ეკლესიას ჩაუტარდა შემდეგი სახის სამუშაოები:

  • მოეწყო ფლეთილი ქვის თარო-კარნიზი ადგილობრივი ქვით, ასევე – კირდუღაბის ფენა კრამიტის ქვეშ.
  • სახურავი ქართული კრამიტით კირდუღაბზე გადაიხურა.
  • ფასადებსა და ინტერიერში ამოიგოზა ქვის ნაკერები სპეცკირხსნარით.
  • მოეწყო ხის კარ-ფანჯარა ლითონის ელემენტებით, სარინელი კი კლდის ფლეთილი ქვით.

სოფელ ბრეძას წმინდა მარინეს ეკლესია ადრე შუა საუკუნეებს განეკუთვნება და დარბაზული ტიპისაა (7,2X4,75 მ), იგი რიყის და მოზრდილი ფლეთილი ქვებითაა ნაგები. აფსიდა ნახევარწრიულია. მას ვიწრო სარკმელი და ორი ნიში აქვს. ეკლესია გადახურულია კამარულად. მასზე შეიმჩნევა მოხატულობის კვალი.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებდლა: შპს “ბედეკი WESTI”.

 

წყარო: საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო

Tags: