კანარის კუნძულები დადასტურდა, როგორც მდგრადი ტურიზმის ობსერვატორიების საერთაშორისო ქსელის (INSTO) უკანასკნელი წევრი, რომელიც ზედამხედველობს ტურიზმის პასუხისმგებლობით განვითარებას მსოფლიოში. განცხადება მაშინ შედგა, როდესაც მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) ინიციატივამ INSTO – ს ყოველწლიური შეხვედრა გამართა, სადაც გაერთიანდნენ ძირითადი დაინტერესებული მხარეები, როგორც სახელმწიფო ასევე კერძო სექტორი.
2004 წელს, დაარსების შემდეგ, მდგრადი ტურიზმის ობსერვატორიების ქსელი სტაბილურად გაიზარდა, როგორც ზომით, ასევე გავლენით. ამჟამად მისი წევრები ხელს უწყობენ ტურიზმის აღდგენას COVID – 19 პანდემიის ზემოქმედებისგან. ეს ფაქტობრივად არის მეორე შეხვედრა კრიზისის დაწყებიდან.
შეხვედრამ, 100-ზე მეტ საერთაშორისო ექსპერტს წარუდგინა პლატფორმა ღია დიალოგისთვის ტურიზმის სამომავლო მიმართულებებსა და ტურიზმის დანიშნულების ადგილების მხარდაჭერასთან დაკავშირებით. აუცილებელია შენარჩუნდეს არსებული ძალისხმევის მდგრადობა იმისთვის, რომ მოხდეს ძირითადი სამომავლო ზრდის შენარჩუნება.
თბილი დახვედრა ახალ წევრს
კანარის კუნძულების ტურიზმის ობსერვატორია, ევროპის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დანიშნულების ადგილია, რომელიც შეუერთდება INSTO – ში გაწევრიანებულ დანარჩენ 30 წევრს. ტურიზმის მონიტორინგში, გაზომვასა და მკაფიო ობიექტური მონაცემების მიწოდებაში, მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების მიზნით.
გაეროს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა თქვა: “UNWTO – მ გამოუცხადა თბილი დახვედრა კანარის კუნძულებს ჩვენს გლობალურ ობსერვატორიულ ქსელში. ეს ასახავს კუნძულების ძლიერ ვალდებულებას ტურიზმის მიმართ, როგორც მდგარობასა და განვითარებაზე ორიენტირებულ მოძრავ ძალას. ეს ხელს შეუწყობს უფრო დიდი რაოდენობით, სანდო მტკიცებულებების შექმნას იმ ეკონომიკური, ეკოლოგიური და სოციალური გავლენის შესახებ, რომელსაც ტურიზმი ახდენს კანარის კუნძულებზე.“
კანარის კუნძულების ტურიზმის მინისტრის მოადგილე ტერეზა ბერასტეგი გუიგუმ დაამატა: „კანარის კუნძულების გაერთიანება UNWTO – ს მდგრადი ობსერვატორიების საერთაშორისო ქსელში ხდება გლობალური ტურიზმის სექტორისთვის ძალიან კრიტიკულ და გადამწყვეტ მომენტში”.
პრობლემები და გრძელვადიანი მიზნები
INSTO – ს შეხვედრაზე მოხდა მწვავე საკითხების განხილვა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საჯარო და კერძო სექტორებმა და სამოქალაქო საზოგადოებამ, მათ შორის აკადემიამ. კონკრეტული საკითხები მოიცავს მიმართულებების საჭიროებების გაზომვას, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მაჩვენებლის გამოვლენასა და ტურისტული პროდუქტების შეცვლას, არსებული კრიზისის სოციალური და ეკონომიკური ზემოქმედების შესამსუბუქებლად.
წყარო: მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია
ავტორი: სალომე კავაზაშვილი