ანანურის ციხე-კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოები

  • Home
  • კულტურა
  • ანანურის ციხე-კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოები

საქართველლოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ნებართვითა და ფონდი “ქართუ” – ს დაფინანსებით, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ანანურში დასრულდა ციხე-კომპლექსის გალავნისა და ტერიტორიის სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი. იგი მოიცავდა ძეგლის კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ ყველა უბანსა და არქიტექტურულ ნაგებობას. სარეაბილიტაციო პროექტი ძეგლზე ტურისტული ნაკადების გადაადგილების მარშრუტებსაც გაითვალისწინებს, რაც სამომავლოდ ქაოტური ვითარების შექმნის ალბათობას გამორიცხავს.

შესრულებული სამუშაოების შედეგად:

  • მოეწყო და რესტავრაცია ჩაუტარდა ქვისა და აგურის ქონგურებს;
  • რესტავრირდა ქვის ბილიკები;
  • აღდგა ჩრდილოეთ გალავანზე ჩამოშლილი ქვის საპირე წყობა;
  • სამრეკლოს გუმბათზე, დასუფთავდა და დამუშავდა აგურის წყობის ნაკერები წყლის ჭავლით და გაილესა კირის დუღაბით;
  • კომპლექსის სამხრეთ ნაწილის ჩასასვლელი სრულიად გაიწმინდა ბიოსაფარისგან;

ანანურის კომპლექსის ტერიტორიაზე ჭარბი ტურისტული ნაკადების მართვის თანამედროვე სტანდარტების დანერგვის პროცესს მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანიზებით მიმდებარე ტერიტორიაზე დასრულებულმა ინფრასტრუქტურული კეთილმოწყობის პროექტმაც, რომელიც ავტოსაპარკინგე მეურნეობის, სავაჭრო პავილიონებისა და გამწვანებული სივრცეების მოწყობას ითვალისწინებდა. ახალი ინფრასტრუქტურული სივრცე ხარისხობრივად გაამარტივებს სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებას და სავაჭრო პროცესებს.

 

წყარო: საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო

Tags: