„ტურიზმის სარგებელის შეგრძნება უნდა ხდებოდეს ქალაქგარეთ იმისთვის, რომ სექტორმა შეძლოს თავისი პოტენციალის რეალიზება და ყველასთვის უზრუნველყოფა“. ეს იყო World Tourism Day 2020 – ის (მსოფლიო ტურიზმის დღე 2020) მთავარი გზავნილი, როდესაც UNWTO – მ გააერთიანა მსოფლიო საზოგადოება თემაზე „ტურიზმი და სოფლის განვითარება“.
მთელს მსოფლიოში ტურიზმი წარმოადგენს სამაშველო რგოლს სოფლის თემთათვის, რომელიც უზრუნველყოფს სამუშაო ადგილებს, სოფლის ბიზნესის მხარდაჭერას და ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის დაცვას.
World Tourism Day 2020 ხაზს უსვამს როლს, რომელსაც სექტორი შეასრულებს სოფლის თემთა დასახმარებლად პოსტ Covid – 19 პანდემიის პერიოდში და დაეხმარება ახალი მომავლის შენებაში.
World Tourism Day 2020, ამ დღეს გზავნილები გაიზიარეს შემდეგმა პირებმა: გაეროს გენერალური მდივანი – ანტონიო გუცერესი, მისი უწმინდესობა პაპი ფრენსისი, გაეროს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ელჩების ქსელი, მათ შორის ესპანეთის ფეხბურთის ვარსკვლავი – იკერ კასილასი, მთავრობის მეთაურები, მათ შორის ესპანეთის პრემიერ მინისტრი პედრო სანჩესი და გაეროს სააგენტოები და საერთაშორისო ორგანიზაციები, როგორიცაა : UNESCO, ITC, OECD, IATA.
“სამაშველო ხაზი სოფლის თემებისთვის”
გაეროს მსოფლიო ორგანიზაციის მდივანმა, ზურაბ პოლოლიკაშვილმა განაცხადა: „ტურიზმი აღმოჩნდა გადამრჩენი სამაშველო რგოლი ძალიან ბევრი სოფლის თემისთვის, თუმცა, მიუხედავად ამისა, მისი ნამდვილი ძალა მაინც სრულად უნდა იყოს გამოყენებული. ტურიზმის მსოფლიო დღეს აღინიშნა ჩვენი სექტორის უნიკალური შესაძლებლობა, მოეცვა ყველა, ვინც წინააღმდეგ შემთხვევაში დარჩებოდა უკანა პლანზე, მიეცა საშუალება ყველასთვის, გარდაექმნა ადამიანების სიცოცხლე და დაეცვა კულტურული მემკვიდრეობა, რომელიც გვაქცევს ადამიანებად“.
UNWTO: აღდგენის წარმართვა და ინოვაციების დაჯილდოვება
UNWTO – მ გამოიყენა მსოფლიო ტურიზმის დღე 2020 იმისთვის, რომ წარედგინა ახალი რეკომენდაციები, რომლებიც ტურიზმთანაა დაკავშირებული და რაც დაეხმარება სოფლის თემების განვითარებას. ახალ პუბლიკაციაში აღწერილია ის ძირითადი ნაბიჯები, რომელთა გადადგმაც საჭიროა ტურიზმის პოტენციალის სრულად ათვისების მიზნით, რაც სამომავლოდ ხელს შეუწყობს სოფლის თემთა სოციალურ და ეკონომიკურ აღდგენას.
იმის აღიარების გარდა, რომ ახალი იდეები და ტექნოლოგიები ითამაშებენ ძალიან მნიშნელოვან როლს, UNWTO – მ ასევე გამოაცხადა სოფლად ტურიზმის ინოვაციების კონკურსში გამარჯვებული პირებიც.
წყარო: მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია
ავტორი: სალომე კავაზაშვილი