აღმოაჩინე საქართველო ტრადიციული კერძებით – გასტროტური

  • Home
  • ბლოგები
  • აღმოაჩინე საქართველო ტრადიციული კერძებით – გასტროტური

გლობალური პანდემის პირობებში მთელი მსოფლიო კარანტინის რეჟიმში იმყოფებოდა, რამაც თავისი კვალი დაამჩნია ბევრ მნიშვნელოვან სფეროს, მათ შორის კი ყველაზე მტკივნეული ტურიზმის სექტორისთვის აღმოჩნდა. ეს რთული პერიოდი დღესაც გრძელდება და ბევრ კომპანიას უჭირს სწრაფად მოახდინოს ადაპტაცია რეალობასთან, თუმცა არსებობებენ გამონაკლისები, რომლებიც ცდილობენ ყოველი ახალი გამოწვევა რაციონალურად გამოიყენონ და არათუ არსებობისთვის იბრძოლონ, არამედ  შექმნან ახალი პროდუქტი, რომელიც მოერგება არსებულ სიტუაციას. სწორედ ესეთი წამოწყება გახლავთ „გასტროტური“, რომელიც შექმნა ტურიზმის სექტორში არსებულმა სხვადასხვა წარმატებულმა კომპანიამ, როგორიცაა: ტურისტული კომპანია „გუდ თრეველი“, საქართველოს გასტრონომიის ასოციაცია, ტურისტული კომპანია „ინტერ ჯორჯია თრეველი.

მაშინ, როდესაც საზღვრები ჩაკეტილია რთულია მიიღო ამგვარი გადაწყვეტილება, თუმცა მათ სწორად შეაფასეს არსებული სიტუაცია. ახლა, როდესაც ქვეყანას მთლიანი აქცენტი შიდა ტურიზმის განვითარებისკენ აქვს მიმართული მათ შექმნეს ქართულ ბაზარზე მორგებული პროდუქტი, რომლის მიზანია დაინტერესებულ პირებს გააცნოს ქვეყნის სხვადსხვა კუთხე ქართული გასტრონომიის მეშვეობით. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გასტრონომიული ტურიზმის პოპულარობა წლიდან წლამდე იზრდება, რადგან ეს არის ტურიზმის ის მიმართულება, რომლის დისტანციურად განხორციელება შეუძლებელია, გამომდინარე იქედან, რომ გასტრო ტურის დროს უმნიშვნელოვანესია მასტერკლასები და დეგუსტაციის კომპონენტები.

„გასტროტური“ გეგმავს სხვადასხვა გასტრო ტურების შეთავაზებას მომხმარებლისთვის. მათი პირველი გაჩერება კი მისტიური და ტრადიციებით მდიდარი თუშეთი გახლავთ. “აღმოაჩინე თუშეთი საქართველოს გასტრონომიის ასოციაციასთან ერთად”! – ამ ლოზუნგით იწყება პირველი დაუვიწყარი გასტრო ტური. მას მეგზურობას გაუწევს საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის პრეზიდენტი ქალბატონი დალი ცატავა, რომელიც ტურს მეტად შემეცნებითს და საინტერესოს გახდის.

აღნიშნული გასტრო ტური 4 დღის განავლობაში გაგრძელდება და მოიცავს გასტრონომიულ მასტერკლასებს, სხვადსხვა ტრადიციული კერძების დაგემოვნებას, ადგილობრივი კულტურისა და ტრადიციების გაცნობას… მათთვის კი, ვისი ინტერესის სფეროც გასტრონომიაა, ეს კარგი საშუალებაა გაიცნონ ქართული გასტრონომიის უცნობი მარგალიტები.
ტურის შესახებ დეტალურ ინფორმაციას გაეცნობით ბმულზე: https://www.facebook.com/events/2708633292737272/

ავტორი:თორნიკე ფურცელაძე

Tags: