CNN აქვეყნებს სტატიას საქართველოში არსებული საბჭოთა ძეგლების შესახებ, სტატიის ორიგინალი ვერსია კი ეკუთვნის ონლაინ გამოცემა The Spaces სათაურით: “საქართველოს საბჭოთა პერიოდის ძეგლები: დიდებული ტიტანები წარსულიდან”.
სტატიაში საუბარია, რომ საქართველო ეს არის ქვეყანა, სადაც აწმყოს წარსული აჩრდილები ფარავენ. აქ ყველგან შეხვდებით წარსულსის გადარჩენილ მემკვიდრეობას, ქვის და ლითონის საბჭოურ ძეგლებს, როგორც სოფლებში, ასევე მთის წვერვბალებზე.
სტატიაში მოხსენიებულია თბილისის საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი, ასევე გორში სტალინის სახლ-მუზეუმი და გუდაურში მდებარე მონუმენტი, რომლიც რუსეთ-საქართველოს მეგობრობასა და “გეორგიევსკის ტრაქტატს” ეძღვნება.
სტატიაში ასევე ვკითხულობთ, რომ საბჭოთა პერიოდში შექმნილი ძეგლებიდან პოლიტიკურ იდეოლოგიას ყველა არ ემსახურებოდა და მაგალითად მოჰყავთ რამდენიმე ნამუშევარი, ქართლის დედა, წმინდა ნინოს მონუმენტი და “საქართველოს მატიანე”, რომელიც თემქაზე მდებარეობს.
წყარო: The Spaces