უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის სპეც რეისები დაინიშნა

  • Home
  • ავიაცია
  • უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის სპეც რეისები დაინიშნა
საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად სპეციალური რეისები დაინიშნა. როგორც ცნობილია, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან არსებული საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების უზრუნველსაყოფად, ეტაპობრივად ავიაკომპანია „აირზენა-საქართველოს ავიახაზები“ საქართველოს მთავრობასთან მჭიდრო კოორდინაციით განახორციელებს საჰაერო ფრენებს სხვადასხვა მიმართულებით.
უკვე განხორციელდა ორი ფრენა:

🔹23 მარტი – თბილისი- ბერლინი- ბათუმი
🔹24 მარტი – ათენი -თბილისი -ათენი (განხორციელდა ეგეოსის ავიახაზების მიერ)

ამ ორი რეისით სამშობლოში დაბრუნდა საქართველოს 300 მოქალაქე.

რაც შეეხება შემდეგ განრიგს, 2020 წლის 10 აპრილის ჩათვლით განსაზღვრულ მიმართულებებზე, ის ასეთი გახლავთ:

🔹 26 მარტი – თბილისი-ვენა- თბილისი
🔹 31 მარტი – თბილისი -ამსტერდამი-თბილისი
🔹 3 აპრილი – თბილისი-ვარშავა-თბილისი
🔹 7 აპრილი – თბილისი-ათენი-თბილისი
🔹 10 აპრილი – ლარნაკა-თბილისი

საქართველოს პრემიერ-მინისტრთან არსებული საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით და პრემიერ-მინისტრის მითითებით, აღნიშნული კატეგორიის სამგზავრო ბილეთის ფასი, ნებისმიერი კლასის, არ უნდა აღემატებოდეს 199 ევროს. ეს პრინციპი იქნება მკაცრად გაკონტროლებული.

საქართველოში ჩამოსული ყველა მგზავრი დაექვემდებარება 14 დღიან სავალდებულო კარანტინს.

წყარო:საგარეო საქმეთა სამინისტრო 

Tags: