საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრ, გიორგი გახარიას წარდგინების საფუძველზე საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 21 მარტიდან ერთი თვის მანძილზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

პირველ ეტაპზე შეზღუდვა არ ეხება ტრანსპორტით გადაადგილებას და არ წესდება კომენდანტის საათი. იკრძალება 10 კაცზე მეტი ადამიანის საზოგადოდ შეკრება, შეზღუდვა არ ეხება მედიის წარმომადგენლებს, რათა მათ შეძლონ თავისი საქმის შესრულება შეუფერხებლად.

საგანგბო მდგომარეობის დროს წესდება ასევე ადმინისტრაციული ჯარიმა იმ პირებისთვის ვინც არ გაითვალისწინებს და დაარღვევს წესებს, ფიზიკური პირები 3000 ლარით, ხოლო იურიდიული პირები 15000 ლარით დაჯარიმდებიან პირველ ეტაპზე, ხოლო თუ კვლავ არ დაემორჩილბიან წესებს სისხლისამართლებრივ პასუხისმგრბლობაში მიეცემიან.

პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ დაუმორჩილებლობის შემთხვევაში შესაძლოა კომენდანტის საათიც დაწესდეს და აიკრძალოს ტრანსპორტიდ გადაადგილება.

Tags: