საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში ახალი ბოტანიკური ცენტრის მშენებლობას საფუძველი ჩაეყარა.
თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობა ბოტანიკური ბაღის საქმიანობასთან დაკავშირებულ ყველა ძირითად მიმართულებას მოიცავს და ბაღის სამეცნიერო-კვლევით, მცენარეთა საკონსერვაციო და საგანმანათლებლო მუშაობის ეფექტურობას გაზრდის. ცენტრში თავს მოიყრის მცენარეთა დაცვის ლაბორატორია, ქსოვილური კულტურის ლაბორატორია, სამეცნიერო ბიბლიოთეკა, საკონფერენციო და ეკოსაგანმანათლებლო სივრცე.
2020 წელს საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი ოფიციალური სტატუსის მინიჭების 175 წელს აღნიშნავს. საიუბილეო წელს ახალი ბოტანიკური ცენტრის მშენებლობა ისტორიული დაწესებულების საქმიანობას უფრო ეფექტურს გახდის და მცენარეთა მრავალფეროვნების შესწავლასა და კონსერვაციას შეუწყობს ხელს.
პროექტი 2021 წელს დასრულდება.
წყარო: რა კეთდება