პირველად საქართველოში USAID/Georgia – ს ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამისა და ეროვნული ტურიზმის ადმინისტრაციის მხარდაჭრით, საქართველოს გასტრონომიის ასოციაცია The World’s 50 Best Restaurants -ის პროექტს “50 Best Explores Georgia” უმასპინძლებს.
პროექტის ფარგლებში, 2 თვის მანძილზე საქართველოში ჩამოვლენ მსოფლიოში აღიარებული შეფები და სომელიები, რომლებიც ქართველ წარმომადგებლებთან ერთად იმოგზაურებენ ქვეყნის 8 რეგიონში ადგილობრივი სამზარეულოს, უძველესი ტრადიციებისა და ღირშესანიშნაობების გასაცნობად.
პროექტის 50 Best Explores Georgia მიზანია ქვეყნის გასტრონომიული კულინარიის მრავალფეროვნებისა და ხარისხის პოპულარიზაცია, რაც თავის მხრივ გავლენას იქონიებს ქვეყნის ტურიზმის განვითრებაზე. პროგრამა თანამშრომლობს საჯარო და კერძო სექტორთან, როგორიც არის საქართველოს გასტრონომიის ასოციაცია, რათა ხელი შეუწყოს ქვეყანაში ახალი ინვესტიციებისა მოზიდვასა და შემოსავლების გაზრდას.
პროექტის შესახებ მეტი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:http://bit.ly/2VJIpB5