ქართული მოზაიკა, რომელიც 1500 წელს ითვლის, აღმოჩენი იქნა ისრაელში. როგორც ებრაული გაზეთი Jpost.com იუწყება, ქალაქ აშდოდში გათხრების დროს, კარგად შემონახული 1500 წლის ქართული ეკლესიის ან მონასტრის ფერადი მოზაიკის იატაკი იქნა აღმოჩენილი.
მოზაიკა შეიცავს 4 ხაზიან ბერძნულ მემორიალურ წარწერას, რომელიც მისი მშენებლობის თარიღს (გრიგორიანული კალენდრის მიხედვით) და მის შემქმნელ ეპისკოპოს პროკოფის ეხება.
მკვლევარების ჯგუფის ერთ-ერთი წარმომადგენლის განორის თქმით, აშდოდი ქართული წარმომავლობის ებრაელებისთვის სახლად მიიჩნევა. თუმცა ეკლესიას ისრაელის სანაპიროზე ამჯერად პირველად მიაგნეს.
ისტორიული წყაროების მიხედვით, ქართველი თეოლოგი და ფილოსოფოსი პეტრე იბერიც გარდაცვალებამდე აშდოდში ცხოვრობდა.
ადგილობრივი მედია წერს, რომ ამ უნიკალური მოზაიკის აღმოჩენა, კიდევ ერთხელ ადასტურებს იბერიის გავლენას ისრაელის სანაპირო ქალაქზე.
არქეოლოგების აზრით აღნიშნული აღმოჩენა მხოლოდ პატარა ნაწილია იმ უდიდესი არქეოლოგიური კომპლექსის, რომელიც აშდოდის სამხრეთ ნაწილშია. ისინი ცდილობენ დამატებითი თანხების მოძიებას, რათა გააგრძელონ არქეოლოგიური გათხრები და კვლევები ამ მხარეში.
წყარო: 1tv.ge