გურჯაანში დასასვენებელი სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რომელსაც გურჯაანის მერია ახორციელებს.
რეაბილიტაციის ფარგლებში პარკის ტერიტორიაზე მოეწყობა: დასასვენებელი ზონები, ბავშვთა ატრაქციონები, საზაფხულო კინოთეატრი, ამფითეატრი და სპორტული მოედანი.
ამასთანავე განახლდება: განათების ბოძები, საფეხმავლო ბილიკები, ბორდიურები, სკამები, სანაგვე ურნები, მწვანე საფარი.
სარეაბილიტაციო სამუშაოები 2020 წლის შემოდგომაზე დასრულდება.
წყარო:რა კეთდება