ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ისრაელში, გამოფენაზე იმყოფებოდა

  • Home
  • MICE
  • ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ისრაელში, გამოფენაზე იმყოფებოდა
Tourism exibition Isreal

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ თელ-ავივში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში „International Mediterranean Tourism Market 2020“ მიიღო მონაწილეობა.

IMTM-ის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე ბათუმი 2020 წლის მიმზიდველ ტურისტულ მიმართულებად დასახელდა. კონკურსი ისრაელის უდიდესმა ტურისტულმა პორტალმა lametayel მოამზადა.

ახლო აღმოსავლეთში ერთ-ერთ უდიდეს გამოფენაზე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია და 13 კერძო კომპანია იყო წარდგენილი. გამოფენის გახსნას ისრაელში საქართველოს ელჩი ლაშა ჟვანია დაესწრო.

გამოფენაზე სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ საქართველოს ტურისტულ მიმართულებას და დაეგემოვნებიათ ქართული ღვინო.

IMTM-ის გამოფენას 60-მდე ქვეყნის 1800-ზე მეტი ტურისტული კომპანია და 30 000-ზე მეტი სტუმარი დაესწრო.

წყარო:საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 

Tags: