რაჭის სოფელ გოგოლათის რეაბილიტაციაში 6 მილიონი ლარი დაიხარჯება

Racha, Rehabilitation, village Gogolati

რაჭის სოფელ გოგოლათის რეაბილიტაციაში 6 მილიონი ლარი დაიხარჯება. ამის შესახებ BM.GE-სთან ამბროლაურის მერმა ზვიად მხეიძემ განაცხადა. საუბარია სოფელზე, რომელსაც ყოფილმა პრემიერ–მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გასულ წელს ეროვნული კატეგორიის სტატუსი მიანიჭა.

როგორც ამბროლაურის მერი ამბობს, ამ ეტაპზე ადგილზე საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც სავარუდოდ, გაზაფხულზე დასრულდება.

“სამუშაო ჯგუფი იყო ჩამოსული, ადგილზე გეგმარებითი დავალება გააკეთეს. მიმდინარეობს მუშაობა. ამ პროექტის საინვესტიციო ღირებულება, ჩვენი ინფორმაციით, სავარაუდოდ, 6 მილიონი ლარი იქნება, რომელიც წელს უნდა დაიხარჯოს. ადგილზე მოეწყობა საგზაო ინფრასტრუქტურა, კანალიზაცია, ახალი წყალმომარაგების ქსელი. ამ პროექტის ძირითადი მიზანია სოფლისთვის ავთენტურობის შენარჩუნება. ამ ეტაპზე სოფელში 64 კომლია, მათ შორის, 54 ხის სახლი არის ძალიან საინტერესო ორნამენტებით დატვირთული. გაზაფხულზე სავარაუდოდ უკვე დასრულდება პროექტირება”, – აცხადებს ამბროლაურის მერი ზვიად მხეიძე.

წყარო: BMG

Tags: