ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული პროექტი იგეგმება, რომლის ფარგლებშიც გათვალისწინებულია დაცულ ტერიტორიაზე არსებული შენობის დემონტაჟი და თანამედროვე სტანდარტების ვიზიტორთა ცენტრის აშენება.
ახალი შენობის პირველადი და ძირითადი დანიშნულება იქნება სამეცნიერო-კვლევითი. შესაბამისად, ვიზიტორებს საშუალება ექნებათ, მიიღონ ნებისმიერი ინფორმაცია და კვლევითი მიზნით გამოიყენონ სივრცე.
2020 წელს ვაშლოვანის ეროვნული პარკის გარდა, ვიზიტორთა ცენტრი ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკშიც მოეწყობა.
წყარო:რა კეთდება