მთიანი აჭარის ტურისტული მარშრუტების პოპულარიზაცია გრძელდება. აჭარაში მოქმედმა გიდებმა და ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებმა სხალთა-ხიხანის ხეობაში და მწვანე ტბა-ბეშუმის ტურისტულ მარშრუტებზე იმოგზაურეს. ინფოტური აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით მოეწყო.
წყარო: აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი