თბილისის მერიამ მარშალ გელოვანის გამზირისა და მუხრან მაჭავარიანის ქუჩის დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობა დაიწყო. 112-ის ოფისის მიმდებარე ტერიტორიიდან ჩამოსასვლელი გზა სუპერმარკეტ „აგროჰაბსა“ და ყოფილ „მათე მოტორსს“ შორის გაივლის და მარშალ გელოვანს დაუკავშირდება.
ახალი გზა იქნება 4-ზოლიანი: ორი ზოლი ერთი მიმართულებით, ორი ზოლი – საპირისპირო მიმართულებით. გარდა ამისა, დარჩება გვერდითი ზოლი იმისთვის, რომ თუ ავტომობილი გაჩერდა ან შეფერხდა, გადაადგილება თავისუფლად იყოს შესაძლებელი.
წყარო: რა კეთდება