საგზაო ინფრასტრუქტურის განახლება-რეაბილატაცია მაღალმთიან აჭარაში აქტიურ ფაზაშია. მშენებლობა დასასრულს უახლოვდება და აგვისტოს ბოლოს ექსპლუატაციაში შევა 30-მეტრიანი ხიდი ხულოს მუნიციპალიტეტში.
ხიდის მშენებლობის პარალელურად, იგეგმება სანიაღვრე არხის, დამცავი ზღუდეების, გაბიონისა და გზის საფარის განახლება.
აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოები შუახევის მუნიციპალიტეტშიც. შუახევი-ჩირუხის მიმართულებით დასასრულს უახლოვდება 4 კმ-მდე ასფალტ-ბეტონის გზის საფარის დაგება. ასევე, შენდება საყრდენი კედელი, დამცავი ზღუდე და სანიაღვრე არხი.
ინფრასტრუქტურული სამუშაოები შუახევის მუნიციპალიტეტში 5 მიმართულებით გრძელდება და ჯამურად, დაგეგმილია 1 ხიდის განახლება და 2 აშენება. დაახლოებით 17 კილომეტრის გზაზე იგეგმება ბეტონის საფარის დაგება.
წყარო: ქართული ოცნება