ჟინვალი-ბარისახო-შატილის 72 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

სნო-ჯუთა-როშკა-შატილი-ომალო-ხადორის ხეობა-ბაწარა-ახმეტას საავტომობილო გზის მშენებლობის ფარგლებში, ჟინვალი-ბარისახო-შატილის 72 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
პროექტი ექვს მონაკვეთადაა დაყოფილი. სამუშაოების ღირებულება 31 558 426 ლარს შეადგენს.
ამ დროისთვის, მიწის სამუშაოები, ფერდებისა და კლდოვანი გრუნტის დამუშავება მიმდინარეობს.

წყარო: საავტომობილო გზების დეპარტამენტი

Tags: