ბათუმში UEFA-ს საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა სრულდება

ბათუმში UEFA-ს მეოთხე კატეგორიის სტანდარტების საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა სრულდება.

ახალი სტადიონი 20 000 მაყურებელზე იქნება გათვლილი. ამ ეტაპზე, სამუშაოები შიდა და გარე პერიმეტრზე ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით ხორციელდება. პარალელურად, საინჟინრო ქსელების მონტაჟი და ტრიბუნების მოპირკეთება მიმდინარეობს.
სამუშაოებზე 400 ადამიანია დასაქმებული.

წყარო: რა კეთდება

Tags: