თიანეთი-ახმეტის 28-კილომეტრიან მონაკვეთზე, პროექტით გათვალისწინებულია არსებულ გრუნტის გზაზე სრული რეაბილიტაციის ჩატარება და ასფალტ-ბეტონის საფარიანი გზის მოწყობა. ასევე, შენდება ორი ახალი ხიდი და რეაბილიტირდება ერთი არსებული ხიდი.
პროექტის განხორციელების შემდეგ, თიანეთი და ახმეტა, ნაცვლად არსებული დაზიანებული გზისა, განახლებული და კომფორტული გზით დაუკავშირდება ერთმანეთს.
ამ ეტაპზე, ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება, მიწის სამუშაოები და წყალგამტარი მილების მოწყობა მიმდინარეობს.
პროექტი, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ღირებულება 19 მილიონ ლარამდეა.
წყარო: ქართული ოცნება