თბილისის განვითარების ფონდმა დარეჯანის სასახლის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაცია-რესტავრაციის პროექტი დაიწყო.
რეაბილიტაციისთვის 2 მილიონ ლარამდე თანხაა განსაზღვრული. სამუშაოები 16 თვეში უნდა დასრულდეს.
ამ პერიოდში, კეთილმოეწყობა ეზოს ტერიტორია, რეაბილიტირდება გალავანი და დრენაჟი. გარდა ამისა, განხორციელდება ფერისცვალების ეკლესიის კედლის მხატვრობის საკონსერვაციო სამუშაოები, რომელიც 51 157 ლარი ჯდება.
რაც შეეხება ერეკლეს აბანოს, გაიწმინდება დანალექი მიწებისაგან და მცენარეებისაგან, შესრულდება კონსტრუქციული სამუშაოები, აბანოს იატაკზე მოეწყობა რკინა-ბეტონის ფილები, რესტავრირდება აბანო.
წყარო: ქართული ოცნება